ოფისის ადმინისტრატორი

22 მარტი - 22 აპრილი

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** საოფისე საქმიანობის დაგეგმვა/მართვა/ადმინისტრირება
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი
** არსებულ კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება სატელეფონო ზარებითა და ელფოსტით, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე
** პერიოდული ანგარიშგება კომპანიის დირექტორთან
** კომპანიის დირექტორის პირადი ასისტენტის ფუნქციის შეთავსება - შეხვედრების დაგეგმვა, სასტუმროს ბილეთის დაჯავშნა და სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით (შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობის შემთხვევაში, განიხილებიან მაგისტრატურის სტუდენტებიც, თუმცა მათთვის სწავლის გრაფიკის გამო შეღავათების გაკეთება ვერ მოხერხდება)
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** ინგლისური/რუსული ენები - სავალდებულოა ორივე ენის გამართულად ფლობა, უცხოენოვან კლიენტებთან, როგორც ტელეფონით, ისე ელფოსტით.

ანაზღაურება: სამთვიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ხელზე ასაღები ანაზღაურება განისაზღვრება 800 ლარით. გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ ანაზღაურება შესაძლოა გაიზრდოს. 

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სატელეფონო ლიმიტი
** ყოველდღიური ლანჩი

პირობები: 

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, ერთსაათიანი შესვენება
** შვებულება (ანაზღაურებადი) განისაზღვრება წლის განმავობაში 24 სამუშაო დღით
** დასვენების ოფიციალურ დღეებში დასაქმებული დაისვენებს
** ზეგანაკვეთური მუშაობა დასაქმებულის გადაწყვეტილებით, სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/49? 2018 წლის 22 აპრილამდე.

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები შემოსვლისთანავე განიხილება. იჩქარეთ!