IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი

23 ოქტომბერი - 23 ნოემბერი

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს 15 სხვადასხვა ქვეყანაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, ქსელის მასშტაბით IT სამოქმედო გეგმის განსაზღვრა
** კომპანიის ქსელის მასშტაბით ონლაინ გაყიდვების პლატფორმის შექმნა და განვითარება
** კომპანიის ქსელში ტექნოლოგიური პროექტების დანერგვა და მართვა
** კომპანიის ქსელის მასშტაბით ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა და მართვა
** CRM, ანალიტიკური, საბილინგო, საგადახდო, საქონლის მარაგის მართვის/ლოჯისტიკური - მოდულების დანერგვა
** საერთაშორისო კომპანიებთან კომუნიკაცია და საქმიანი მოლაპარაკება
** დავალების დეველოპმენტის პროცესის დაგეგმვა და მართვა
** კომპანიის ქსელის მასშტაბით სავაჭრო ობიექტების IT ტექნოლოგიური გადაწყვეტილებით უზრუნველყოფა
** კომპანიის IT ბიუჯეტის კონტროლი და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის, გუნდის მართვის გამოცდილება
** საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გამოცდილება
** ტექნოლოგიური პროექტების მართვის გამოცდილება (CV-ში მიუთითეთ კონკრეტული პროექტი)
** ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა (CV-ში მიუთითეთ კონკრეტული IT პროექტი, რომელიც დანერგეთ ორგანიზაციაში)
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია: აღნიშნულ პოზიციაზე თანამშრომელს ექნება საზღვარგარეთ ხშირი მივლინების საჭიროება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/105 2019 წლის 23 ნოემბრამდე.

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები შემოსვლისთანავე განიხილება. იჩქარეთ!