ღვინის რესტორნის გენერალური მენეჯერი

23 ოქტომბერი - 23 ნოემბერი

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას ღვინის რესტორნის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე, ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს 15 სხვადასხვა ქვეყანაში.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორანში მიმდინარე პროცესების მართვა და მონიტორინგი
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და გაყიდვების ანალიზი
** რესტორნის პერსონალის კოორდინირება და მართვა
** რესტორანში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
** პროდუქციის ფასების სიზუსტისა და აქციების მონიტორინგი
** პროდუქციის აღწერის წარმოება და ჩამოწერის კონტროლი
** კლიენტთათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა
** რესტორანში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის მუდმივი მონიტორინგი
** ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი
** პერიოდული ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭება ღვინის ინდუსტრიაში გამოცდილების მქონე კანდიდატს
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Office-ის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/107 2019 წლის 23 ნოემბრამდე.

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები შემოსვლისთანავე განიხილება. იჩქარეთ!