ასოციაციის ხელმძღვანელი

06 სექტემბერი - 05 ოქტომბერი

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას ასოციაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ასოციაციის მიზანია, გააუმჯობესოს საქართველოში მოქმედი მწარმოებელი კომპანიების გარემო. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობას სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურებთან, ისევე, როგორც სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** დამფუძნებელთა სტრატეგიული ხედვის შესაბამისი ბიზნეს-გეგმის მომზადება
** წევრების მოზიდვა
** გუნდის დაკომპლექტება
** სამეთვალყურეო საბჭოსთვის ყოველკვარტალური მოხსენებების მომზადება
** ყოველდღიური მართვა წინასწარ დასახული მიზნების მისაღწევად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის/ეკონომიკის/იურისპრუდენციის მიმართულებით
** მინიმუმ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის საშუალო/მაღალი მენეჯმენტის თანამდებობაზე საჯარო სექტორში)
** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საშუალო მენეჯმენტის რგოლზე ბიზნესის სექტორში
** საჯარო სტრუქტურებთან არსებული პირადი კონტაქტები
** საქართველოს ბიზენსის გარემოს ცოდნა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ფინანსთა ან/და ეკონომიკის სამინისტროში ან მათ დაქვემდებარებულ სსიპ-ში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სსიპ-ის დირექტორი).

Დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე http://career.adelante.ge/Job/95? 2019 წლის 5 ოქტომბრამდე.

შენიშვნა: გასაუბრებების იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება, იჩქარეთ!