უმცროსი მონაცემთა მეცნიერი

24 აგვისტო - 14 სექტემბერი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 

ძირითადი ფუნქციები:

** მონაცემთა ტრანსფორმაცია და Data Warehouse-ზე მორგება
** საჭიროების შემთხვევაში არსებული მონაცემების განვრცობა third party ინფორმაციის წყაროებით
** ახალი მოდელების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება
** რეპორტებისთვის ინფორმაციის ვიზუალიზაცია და პრეზენტაცია.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათემატიკის, სტატისტიკის, ეკონომიკის ან მსგავსი მიმართულებით
** გამოცდილება Data mining-ში, სტატისტიკური ანალიზის საფუძვლები (აღწერითი, დასკვნითი)
** 1C ERP-UP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად 
** T-SQL-ის საფუძვლების ცოდნა
** MS Excel-ის ცოდნა
** Python და/ან R ენების საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ძლიერი ტექნიკური და ანალიტიკური უნარები
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი მონაცემთა მეცნიერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 14 სექტემბერი, 2019 წელი.

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.