სტაჟირების პროგრამა კომერციულ დეპარტამენტში

13 ივლისი - 30 ივნისი

სტაჟირების პროგრამა კომერციულ დეპარტამენტში განკუთვნილი მათთვის, ვისაც სურს კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში წამყვან მაღაზიათა ქსელში გამოცდილების მიღება. ამ ეტაპზე ჩვენ ვფლობთ 170-მდე მაღაზიას თბილისსა და რეგიონებში, მიმდინარე წელს კი იგეგმება ქსელის მნიშვნელოვანი ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თუ:

** გაქვს მცირედი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (საბანკო, სადაზღვევო)
** იცნობ ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების პრინციპებს
** ხარ მოტივირებული, ენერგიული, მიზანდასახული, თავდაჯერებული და პასუხისმგებლიანი
** ფლობ მოლაპარაკებების წარმართვისა და ანალიტიკურ უნარებს
** შეგიძლია დეტალებზე ორიენტაცია

და გაინტერესებს: 

** საცალო გაყიდვების სფეროს საქმიანობა
** სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა და სამომავლო ტენდენციების პროგნოზირება
** პროდუქტების ფასწარმოქმნის და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა
** კატეგორიის და პოზიციების მომგებიანობის ანალიზი
** კომერციულ საქმიანობაში გამოცდილების მიღება და გაღრმავება

მაშინ ჩვენი სტაჟირების პროგრამა სწორედ შენთვისაა! და რაც მნიშვნელოვანია - სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებ საქმიანობა გააგრძელო ჩვენთან კომერციულ დეპარტამენტში

დამატებითი ინფორმაცია:

ლოკაცია: ქ.თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ.#39/41
სტაჟირების საათები: 10:00 - 19:00 საათი
ანაზღაურება - 500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი - კომერციულ დეპარტამენტში

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2019 წელი

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.