შიდა დისტრიბუციისა და ტრანსპორტის ზედამხედველი

06 აგვისტო - 20 აგვისტო

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შიდა დისტრიბუციისა და ტრანსპორტის ზედამხედველის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ფუნქციები:

** მანქანების დატვირთვის პროცესის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** ავტომობილების გადაადგილების მონიტორინგი, კონტროლი და შეფერხებების აღმოცენების შემთხვევაში მიზეზების დადგენა;
** სადისტრიბუციო მანქანების ტექნიკური გამართულობის მუშაობის უზრუნველყოფა;
** მანქანების გეგმიური და არაგეგმიური მომსახურების პროცესის კოორდინირება და საჭიროების შემთხვევაში პროცესში უშუალო ჩართულობა;
** განსაზღვრული საწვავის ლიმიტების კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** ყოველდღიური საოპერაციო დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება 
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** სატრანსპორტო საშუალებების შესახებ საბაზისო ცოდნა
** დისტრიბუციის და ტრანსპორტირების ძირითადი პროცესების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 აგვისტო, 2019 წელი.

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.