შესყიდვების მენეჯერი

22 აპრილი - 22 მაისი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 

ძირითადი ფუნქციები:

** ნედლეულის შესაძენად ურთიერთობის წარმოება უცხოელ და ქართველ მომწოდებელთან
** საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა საბაჟო პროცედურებისთვის
** განბაჟებისთვის საჭირო პროცედურების წარმოება 
** სხვადასხვა პროდუქტებზე შეკვეთის განთავსება, შეკვეთის მოწოდების ვადების კონტროლი
** შეძენილი ტვირთების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა კომპანიის საწყობამდე
** პროდუქციის მოწოდების გრაფიკების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office - Word, Excel, PowerPoint, Outlook
** სამუშაო გამოცდილება შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წელი
** იმპორტის მიმართულებაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე, ზეპირი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პრიორიტეტების დასახვის უნარი
** დროის მართვის კარგი უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 მაისი, 2019 წელი.

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.