საწყობში პროდუქციის დაბრუნების კოორდინატორი

17 ოქტომბერი - 17 ნოემბერი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში პროდუქციის დაბრუნების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 09:00-18:00, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 500 ლარი
სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს უკან).

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიიდან დაბრუნებული პროდუქციის მითვლა;
** მიღებული პროდუქციის ზედნადებთან შედარება;
** ქსელიდან მიღებული ინვენტარის გადათვლა.

სავალდებულო მოთხოვნა: საშუალო განათლება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** დისციპლინირებული
** კეთილსინდისიერი
** ემოციურად სტაბილური/გაწონასწორებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge ან მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე და ადგილზე შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის დაბრუნების კოორდინატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.