პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი

04 დეკემბერი - 04 იანვარი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების განყოფილებაში, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის (1C ERP 2.0) პოზიციაზე. 

ფუნქციები:

** პროგრამაში (1C) სხვადასხვა სახის მონაცემებისა და ბაზების პერიოდული მონიტორინგი ხარვეზების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა;
** პროგრამა 1C-ის მომხმარებლების მხარდაჭერა; 
** ახალი თანამშრომლების უზრუნველყოფა საჭირო სახელმძღვანელოებით და მათთვის ტრენინგის ჩატარება; 
** პროგრამის ყოველი განახლებისას და ახალი მოდულის ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე პროგრამის ტესტირება შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და გასწორების მიზნით;
** მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ანგარიშგების აწყობა;
** გუნდთან ერთად სხვადასხვა ბიზნეს პროცესების შესწავლა მათი ავტომატიზაციის მიზნით, ტექნიკური დავალების დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება, ახალი პროგრამული მოდულის ან ცვლილების ტესტირება, რეალურ ბაზაში გადატანა და მონიტორინგი. 
** პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში მიმდინარე სხვა პროცესებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია 1C ERP-UP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** 1C-ს სხვადასხვა ვერსიებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერის აგებულების და ოპერაციული სისტემის (MS Windows xp7810) ზოგადი ცოდნა;
** MS Office განსაკუთრებით MS Excel ცოდნა მაღალ დონეზე;
** კომპიუტერის და POS (გაყიდვის წერტილის) პერიფერიული მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** ლოგიკური და ანალიტიკური უნარები
** ყურადღებიანი
** პასუხისმგებლიანი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ. მისამართზე: hr@orinabiji.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 დეკემბერი, 2018 წელი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.