მონაცემთა ბაზის ოპერატორი

12 ივლისი - 12 აგვისტო

ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად კომპანია ფლობს 123 მაღაზიას თბილისის, რუსთავის, საგარეჯოსა და მარნეულის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ "ორ ნაბიჯში". 

ჩვენი კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. 

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.orinabiji.ge/

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები: მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და კომპანიის კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** ნომენკლატურის, ახალი მაღაზიების და მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია;
** ფასების ცვლილებების მონაცემთა ბაზაში ასახვა;
** საქონლის კატეგორიის ჯგუფების მარჟის ანგარიშის ყოველდღიურად მომზადება;
** თითოეული ნომენკლატურის მარჟის ანგარიშის დადგენილი პერიოდულობით მომზადება;
** ყოველთვიური შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება, რაც მოიცავს, გაყიდვების, მომხმარებლის რაოდენობის, საშუალო ჩეკის ანგარიშს;
** ყოველთვიურად შესყიდული საქონლის, გადახდებისა და საქონლის დაბრუნების ანგარიშების მომზადება;
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის რეგისტრირება და შეცვლა კომერციული დირექტორის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;
** ანგარიშების დროულად მომზადება და კომერციული დირექტორისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სავალდებულო);
** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველი);
** MS Office, MS Excel ცოდნა მაღალ დონეზე;

პიროვნული მახასიათებლები:

** სიზუსტე, აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.