მოლარე-კონსულტანტი

20 აპრილი - 20 მაისი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, "ორი ნაბიჯის" მაღაზიები
დასაქმების ტიპი: სრული ან ნახევარი განაკვეთი

ვის ვეძებთ: თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული, თუ გინდა გამოცდილება მიიღო გაყიდვების და მომსახურების სფეროში, იმუშაო მოქნილი გრაფიკით.

ფუნქციები:

** მომხმარებლის მომსახურება
** სალაროს ოპერაციების წარმოება
** პროდუქციის მიღება, განლაგება
** თაროების მოწესრიგება
** სისუფთავეზე ზრუნვა

ბენეფიტები:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** მზარდი სახელფასო ანაზღაურება სტაჟის მიხედვით
** დამატებითი საბონუსე ანაზღაურება
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** შვებულების 24 დღე
** ფასდაკლების ბარათი სამედიცინო მომსახურებაზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/ ან მობრძანდეთ "ორი ნაბიჯის" ნებისმიერ მაღაზიაში და შეავსეთ განაცხადი, ან თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე  hr1@orinabiji.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

"ორი ნაბიჯი"  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.