მძღოლის დამხმარე

05 ივლისი - 05 აგვისტო

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: კვირაში 4 ღამე - 24:00-09:00.
ანაზღაურება: 550 ლარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივნის მე-6 კილომეტრი, საქალაქო სასამართლოს უკან.

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიათა ქსელის მომარაგება შეკვეთების შესაბამისად;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის დასაწყობება.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 598 087007
ან მობრძანდით მისამართზე და ადგილზე შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ან თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.მისამართზე: HR1@orinabiji.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლის დამხმარე").

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.