მძღოლი-ექსპედიტორი

18 მაისი - 18 ივნისი

"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 115 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ ორ ნაბიჯში. დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. 

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე: 

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიათა ქსელის მომარაგება შეკვეთების შესაბამისად;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს სფეროში;
** C და E კატეგორიის მართვის მოწმობა;

სამუშაო საათები: 

** ორშაბათი - შაბათი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: 800 ლარი.

შენიშვნა: საწყობი მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის მე-6 კილომეტრზე, საქალაქო სასამართლოს უკან.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge ან მობრძანდით შემდეგ მისამართზე და ადგილზე შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.