მძღოლი-დისტრიბუტორი

06 აგვისტო - 26 აგვისტო

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიათა ქსელის მომარაგება შეკვეთების შესაბამისად;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს სფეროში;
** სავალდებულოა C ან E კატეგორიის მართვის მოწმობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი-დისტრიბუტორი"). 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 აგვისტო, 2019 წელი.

მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.