მარაგების მენეჯერი

12 ივლისი - 12 აგვისტო

რი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად კომპანია ფლობს 123 მაღაზიას თბილისის, რუსთავის, საგარეჯოსა და მარნეულის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ "ორ ნაბიჯში". 

ჩვენი კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. 

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.orinabiji.ge/

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მარაგების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

მაღაზიებისა და საწყობის სასაქონლო მარაგების ოპტიმალური ოდენობით უზრუნველყოფა და საქონლის მოძრაობის პროცესის კოორდინირება.

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის შეკვეთა/მოწოდების გრაფიკის დაგეგმვა ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე;
** საქონლის ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრადა მომწოდებელისთვის შეკვეთის მიწოდება;
** ავტომატური შეკვეთების მოდულის მართვა;
** მაღაზიის და საწყობის მენეჯერების ინფორმირება მისაღები საქონლის თაობაზე;
** საწყობის მენეჯერისთვის საქონლის მაღაზიებში განაწილების გეგმის მიწოდება;
** მომწოდებელთან საქონლის უკან დაბრუნების პროცესის შეთანხმება და კოორდინირება;
** შეკვეთა/მიწოდების ყოველდღიური ანგარიშის წარმოება საქონლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად;
** მუდმივი კომუნიკაცია მომწოდებელთან სასაქონლო წყვეტის პრევენციის მიზნით;
** სასაქონლო წყვეტების კონტროლი როგორც პროგრამულად, ასევე მაღაზიებისა და საწყობის მენეჯერებთან კომუნიკაციით;
** ჭარბი ნაშთის ანგარიშის წარმოება და კონტროლი;
** პერიოდული შეხვედრები მომწოდებლებთან საქონლის მოწოდების პირობების გადახედვის და გაუმჯობესების მიზნით.
** ანგარიშების დროულად მომზადება და კომერციული დირექტორისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სავალდებულო);
** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველი);
** MS Office, MS Excel ცოდნა მაღალ დონეზე;

პიროვნული მახასიათებლები:

** სიზუსტე, აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.