მაღაზიის ადმინისტრატორი

20 მარტი - 20 აპრილი

"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 113 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ ორ ნაბიჯში.

დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. 

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები: 

** დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა;
** სავაჭრო და სააღრიცხვო პროცესების მართვა დაქვემდებარებულ ცვლაში;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

უნარ-ჩვევები: კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები. 

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** ყურადღეაბიანი
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
** მოწესრიგებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩამოტვირთეთ სააპლიკაციო ფორმა: http://orinabiji.ge/downloads/ანკეტა.docx 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: HR1@orinabiji.ge და "Subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.