ზალა რესტორანი

რესტორანი
5
(1 შეფასება)
თბილისი, თამარ ჭოველიძის ქ. 24

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 12:00-24:00 შაბ: 12:00-24:00 კვ: 12:00-24:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
ხმაურის დონე დაბალი
ალკოჰოლი
ლანჩმენიუ
დაჯავშნა
პარკინგი
Wi-fi

ზალა რესტორანი არის, შპს ლეთა, საიდენტიფიკაციო კოდი:405159126
ზალა რესტორანი" ქართული სამზარეულოს მოტივებზეა შექმნილი და ის თამარ ჭოველიძის ქ #24-ში მდებარეობს. მის ინტერიერზე დიზაინერმა მაიკო სუმბაძემ იზრუნა.

„ჩვენი რესტორანი პატარა ოჯახური სივრცეა, რომელიც სამი თვის წინ დაფუძნდა. თავდაპირველად მის სახელწოდებაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდით და საბოლოოდ „ზალა" შევარჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელოწოდება ბარბარიზმია, მისი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ოთახის კულტურა და დანიშნულება ბავშვობიდან ყველამ კარგად ვიცით." - განაცხადა მირიან ჯეჯელავამ.

როგორ ჯეჯელავა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რესტორნის შექმნის თავდაპირველი ეტაპი მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული არ ყოფილა და მისი დანიშნულება იქ მიმსვლელი სტუმრებისთვის ოჯახური სიტუაციის შექმნა იყო.

„რესტორანი როდესაც გაკეთდა, თავიდანვე მიზანი მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ ბიზნესი გაგვეკეთებინა და ამის საშუალებით გამოგვემუშავებინა თანხა. ლევან გუგუშვილს ძალიან უყვარს სამზარეულო და მისი სურვილი იყო ის, რომ ოჯახური ტიპის რესტორანი ჰქონოდა, სადაც ნებისმიერ სტუმარს ოჯახურ გარემოს შეუქმნიდა. ამან გაამართლა, რადგან გახსნის დღიდან რესტორანში ასეთი განწყობაა. ჩვენ გავინაწილეთ ფუნქციები, ლევანი საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობს, ხოლო მე ამ ყველაფერს პიარკამპანიას ვუწევ." - აღნიშნა მირიან ჯეჯელავამ.

მენეჯერმა რესტორნის სამზარეულოსა და მის ძირითად სპეციფიკაზე ისაუბრა. მირიან ჯეჯელავამ ყურადღება საფასო პოლიტიკაზეც გაამახვილა.

„რაც შეეხება სამზარეულოს და მენიუს, ის ლუკა ნაჭყებიასა და ერეკლე ღონღაძის მიერაა აწყობილი. მათ ძალიან ბევრი საინტერესო კერძი მოიფიქრეს. ჩვენი მთავარი სურვილი და მოთხოვნა იყო ის, რომ ქართული გემოსთვის გვერდი არ აგვევლო. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ჩვენთან შემოსვლა ნებისმიერი სეგმენტის წარმოამდგენლებს შეუძლიათ." - განაცხადა ჯეჯელავამ.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
23/11/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები