ყვავილების მაღაზია ”ფიორი”

ყვავილების მაღაზია
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ. გამრეკელის ქ. 20

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: 10:00-19:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

დაარსების დღიდან მაღაზია ემსახურება, როგორც კერძო მომხმარებელს ასევე კომერციულ და სახელმწიფო ორგანიზაციებს. ჩვენ გვყავს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნებისმიერი მოჭრილი ყვავილის, ქოთნისა და ბაღის მცენარის მოწოდებას დროის მცირე მონაკვეთში, რაც ფართო არჩევანის შესაძლებლობას განაპირობებს. 

“ფიორი” გთავაზობთ:
- თაიგულებს და კომპოზიციებს ცოცხალი და ხელოვნური ყვავილებისაგან; ქოთნის მცენარეების ფართო არჩევანს. დაბადების დღე, დედის დღე, ვალენტინობა, მატება ოჯახში, დღესასწაული, ან უბრალოდ კარგი განწყობა... ნებისმიერი მიზეზისთვის არსებობს იდეალური ყვავილი. თაიგული არ არის უბრალოდ ლამაზად შეკრული ყვავილების კონა. 

- ყვავილების სალონში “ფიორი” ყველა თაიგული თუ კომპოზიცია იქმნება პროფესიონალი დიზაინერის მიერ და არის უნიკალური. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოული მომხმარებლის პირად გემოვნებას ისევე, როგორც იმ ადამიანის ხასიათს, ვისთვისაც ეს საჩუქარი იქმნება.

- სალონი უზრუნველყოფს სხვადასახვა დიდი თუ მცირე ღონისძიების ორგანიზება/გაფორმებას, როგორიც არის ქორწილი, წვეულება, დღესასწაული, ოფიციალური ღონისძიება მიღებული სტანდარტებისა და ეტიკეტის, ინტერიერისა და შემკვეთის სურვილის გათვალისწინებით.

- “ფიორი” გთავაზობთ შენობების, კერძო სახლების, აგარაკების, შიდა ინტერიერის და ფასადის გაფორმებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთი სახის სამუშაოებს, როგორიცაა: ფიტო დიზაინი (ლენდსკეიპინგი), პარკების და სკვერების გაფორმება მრავალწლიანი ყვავილებით, ნარგავებით და სხვა მცენარეულობით. 

- “ფიორი” ასევე გთავაზობთ ღონისძიებებისა და ქორწილების ორგანიზებას

სამუშაო საათები 24/7

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები