ხოზრევანიძის კლინიკა

კლინიკა
5
(1 შეფასება)
ბათუმი, გ. ბრწყინვალეს ქ. 68

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
24 საათიანი ფიზიკური პირებისათვის
ჩაწერა

კლინიკა ახორციელებს სტაციონარის პირობებში დაავადებათა დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან და რეაბილიტაციასათან დაკავშირებულ სამედიცინო მომსახურებას.
კლინიკის ძირითადი მიმართულება გახლავთ ოტორინოლარინგოლოგია, აღნიშნული სპეციალიზაციით ხორციელდება ბავშთა და მოზრდილთა კვალიფიციური დიაგნოსტირება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული ენდოსკოპიური მეთოდით .

კლინიკაში ფუნქციონირებს ბავშთა და მოზრდილთა სტაციონარი, სადაც ოტორინოლარინგოლოგიის სპეციალიზაციით ხორციელდება თანამედროვე, ე.წ ცივი პლაზმის (კობლაცია) მეთოდით ფართო სპექტრის ოპერაციები.
ჩვენი ვებ გვერდია:khozrevanidze.ge
კლინიკაში აგრეთვე ფუნქციონირებს ამბულატორიული მომსახურეობის სერვისი, სადაც ამბულატორიული სერვისის მომხმარებელთ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მაღალკვალიფიკაციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციის ფართო სპექტრით, შემდეგი მიმართულებთ:

ოტორინოლარინგოლოგია.
პედიატრია.
თერაპია.
კარდიოლოგია.
ენდოკრინოლოგია.
ალერგოლოგია.
ნევროლოგია.
ოფთალმოლოგია.
რვმატოლოგია.
რადიოლოგია.

კლინიკაში ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური და რენდგენოგრაფიული სერვისი, სადაც შესაძლებელია მაღალი სიზუსტის ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
22/11/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები