ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

სტომატოლოგიური კლინიკა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს ჩვენს ცნობიერებასა და რეალობაში შემოდის როგორც მრავალპროფილიანი საავადმყოფო. იგი აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის ექიმებით. ჩვენი მიზანია, რომ პაციენტებმა მიიღონ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური სერვისი და მკურნალობა როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ პირობებში. 
ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა არაერთი ათეული წელია არსებობს. მისი მშენებლობა 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო და დასრულებული სახით ის 1975 წელს გაიხსნა როგორც ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა საავადმყოფო. ამავე დროს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მანამდე ამ ტერიტორიაზე არსებულ კლინიკას, რომელიც მოსახლეობაში ქალაქის მეცხრე საავადმყოფოს სახელით იყო ცნობილი, კიდევ უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. 40-იანი წლებიდამ დაწყებული იგი სამკურნალო დაწესებულების პარალელურად წარმოაგენდა სასწავლო პროცესის კლინიკურ ბაზას ( ექიმთა დაეხლოვნების კლინიკური საავადმყოფო ). 
ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავაც განაგრძობს ტრადიციებს და აქტიურ მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო პროგრამებში. ჩვენთან რეგულარულად ტარდება სასწავლო-პრაქტიკული კურსები მშობლიურ და ინგლისურ ენაზე როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისა და რეზიდენტების მოსამზადებლად, ამავე დროს ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები, რაც ნებისმიერ სფეროში განვითარების აუცილებელი პირობაა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები