მეღვინეობა ხარება

რესტორანი
(0 შეფასება)
თბილისი, 6 დავით აღმაშენებლის ხეივანი, Tbilisi, Georgia

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: არ მუშაობს შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

american-express cash master-card visa

მეღვინეობა ხარება აწარმოებს 35-ზე მეტი დასახელების ღვინოს. კომპანიის უმთავრესი მიზანია, დაწუროს უმაღლესი ხარისხის ღვინო ქართული და ევროპული მეთოდებით საკუთარი ვენახებიდან, რომლებიც განთავსებულია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. კომპანიის საკუთრებაშია 25 ყურძნის ჯიში და 7 ადგილწარმოშობის ღვინო.

კომპანიის პირად საკუთრებაშია 1000 ჰექტარი მიწა, რომლებზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები კახეთში(80%), იმერეთში (15%), რაჭასა(3%) და ლეჩხუმში(2%). ფართოდ გავრცელებულ ქართულ ჯიშებთან ერთად(საფერავი, რქაწითელი, მწვანე), მეღვინეობა ხარებას აქვს შემდეგი ევროპული ჯიშის ყურძნები: კაბერნე, შარდონე, სოვინიონი, მუსკატი, პინო და მერლო. კომპანია ასევე ხელს უწყობს იმ იშვიათი ჯიშების მოშენებას, როგორებიცაა: ოცხანური საფერე, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ალადასტური, უსახელოური, ხიხვი და ქისი.

 

რთველი, 2017 წელი

ჩვენი მარნები განთავსებულია იმერეთსა (დასავლეთ საქართველო) და კახეთში (აღმოსავლეთ საქართველო).

 

კახეთი, მარანი

მეღვინეობა ხარებას აღმოსავლეთ საქართველოს მარანი მდებარეობს ვაჩნაძიანში (კახეთში) და ღვინოს აწარმოებს 1957 წლიდან; ეს მარანი უმეტესად აწარმოებს სუფრის ღვინოებს და წარმოების მოცულობა აქვს 9000 ტონა წლის განმავლობაში. კომპანიას ასევე ეკუთვნის ბრენდის ქარხანა ახმეტაში (კახეთში).

თერჯოლის მარანში ერთმანეთთან შერწყმულია 8000 წლიანი ტრადიციული მეღვინეობა და დარგის 21-ე საუკუნის ინოვაციური მიღწევები. ესაა ადგილი, სადაც იწარმოება 20-ზე მეტი დასახელების ვაზის ჯიშიდან 40-ზე მეტი სახეობის ღვინო, რისი ნახვაც ნებისმიერ მარანში იშვიათობაა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია