Booksale.ge - წიგნების ონლაინ მაღაზია

წიგნების მაღაზია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. ჭავჭავაძის გ. 17ბ

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card

წიგნების სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“ დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით ავრცელებს ქვეყნის წამყვანი გამომცემლობების („აზრი“, „არტანუჯი“, „ზებრა“, „ინტელექტი“, „კავკასია“, „ლაზარე“, „ლირა“, „წიგნები ბათუმში“) წიგნებს მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეისთვის „ირიათონი“ წიგნებით ამარაგებს თბილისსა და რეგიონებში არსებულ ყველა მოქმედ წიგნის მაღაზიას.

კომპანია აქტიურადაა ჩაბმული წიგნის სფეროში არსებულ ყველა მნიშვნელოვან პროექტსა და ღონისძიებაში. ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით კომპანია „ირიათონი“ ატარებს აქციებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და უნივერსიტეტში, რაც გულისხმობს წიგნების გამოფენა–გაყიდვას 20–40%-იანი ფასდაკლებით. მსგავსი აქციები კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის ხელსაყრელ ფასად შეიძინონ მხატვრული ლიტერატურა.

„ირიათონის“ ინიციატივით შედგა პროექტი „მოიზღვავე წიგნები“ რაც გულისხმობს,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წიგნების გამოფენა-გაყიდვის გამართვას. პროექტის – „მოიზღვავე წიგნები“ – ფარგლებში წარმოდგენილი ყველა წიგნი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია საფესტივალო ფასებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში  გამოფენა-გაყიდვა უკვე გაიმართა თბილისში, ბათუმში, გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. 

Booksale.ge „ირიათონის“ მომდევნო პროექტია. ეს არის ელექტრონული მაღაზია, რომელიც მკითხველს აძლევს საშუალებას,წიგნები შეიძინოს online,სახლიდან გაუსვლელად. Booksale.ge-ზე შეძენილი ნებისმიერი წიგნის მიწოდება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველაზე დაბალ ფასად. 

ooksale.ge • წიგნების ონლაინ მაღაზია არის, შპს 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
15/04/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები