ვაისი

სხვადასხვა(ორგანიზაციები)
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. 29ა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

საბროკერო კომპანია ვაისი ბაზარზე შემოვიდა 2016 წელს. კომპანიამ შეძლო უმოკლეს დროში გამხდარიყო ყველაზე დიდი სადაზღვევო და საფინანსო გაყიდვების კომპანია საქართველოში და დაეკომპლექტებინა ისეთი თანამშრომლებით, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ აღნიშნული მიმართულებით. კომპანია და მისი მაღალკვალიფიციური გუნდი ორიენტირებულია: • დაეხმაროს საქართველოში არსებულ ბიზნეს სექტორს განვითარებაში; • დაეხმაროს საქართველოში არსებულ ბიზნეს სექტორს დროის ეფექტურ მართვაში; • დაეხმაროს საქართველოში არსებულ ბიზნეს სექტორს ფინანსების დაზოგვაში; • მიაწოდოს კორპორატიულ და საცალო ბაზარს სადაზღვევო პროდუქტები ყველა სადაზღვევო კომპანიიდან; • დაეხმაროს მომხმარებლებს პროდუქტების შერჩევაში სრულიად უსასყიდლოდ და გაუწიოს რეკომენდაციები, როგორც დაზღვევის მომენტში, ასევე ზარალის დადგომისას; კომპანიის ინტერესი არ გახლავთ რომელიმე კონკრეტული სადაზღევევო კომპანიის განვითარება. ჩვენს ინტერესშია განვითარდეს სადაზღვევო ბაზარი საქართველოში , რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს, როგორც კომპანიების, ასევე ადამიანების დაცულობას ფინანსური რისკებისგან. 2017 წლის 1 ივნისიდან, კომპანია ვაისმა დაიწყო მუშაობა ფინანსური მიმართულებით (ბუღალტერია,აუდიტი). ჩვენი ბუღალტრებისა და აუდიტორების გუნდი ორიენტირებულები არიან დაეხმარონ სხვადასხვა ორგანზიაციებს სწორი საგადასახადო პოლიტიკის წარმართვაში. ყველაზე მთავარი ნიშა, რაც კომპანია ვაისმა დაიჭირა ამ მიმართულებით არის პასუხისმგებლობა - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენი კონტრაქტორი ორგანზიაციები არიან დაცულები საგადასახადო რისკების თვალსაზრისით, რადგან ურთიერთ თანამშრომლობა ითვალისწინებს ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე ჩვენს პასუხისმგებლობას. ორგანიზაციას, რომელსაც საბუღალტრო მომსახურება აქვს გატანილი აუთსორსზე და მას ემსახურება კომპანია ვაისი, 100% დაცულია საგადასახადო რისკებისაგან, რაც გამოგვარჩევს სხვა საფინანსო კომპანიებისაგან. ჩვენი უპირატესობები: • სწორი გადაწყვეტილებები ჩვენი მთავარი პრინციპია დავეხმაროთ მომხმარებლებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. კომპანია ვაისი კლიენტებს საუკეთესო ფასად სთავაზობს მათზე მორგებულ ხარისხიან პროდუქტებსა და მომსახურებას უმოკლეს დროში. • გამჭვირვალობა სახელი ვაისი (Weiss) გერმანულად ნიშნავს სუფთას (გამჭვირვალეს). ჩვენი მთავარი ღირებულებაც სწორედ ეს არის. ჩვენ მაქსიმალურად გახსნილი ვართ, როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე იმ კომპანიებისათვის, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ. გამჭვირვალობა განაპირობებს ნდობას ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის, რაც წარმატების წინაპირობაა. • პროფესიონალიზმი ვაისი ორიენტირებულია კადრების მუდმივ გადამზადებაზე , განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე. ეს საშუალებას გვაძლევს გვყავდეს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რაც შემდგომი წარმატებების საწინდარია. • კომუნიკაცია და სწრაფი რეაგირება მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორ კომპანიებთან საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება კლიენტის ნებისმიერ მოთხოვნაზე, რაც მომხმარებელს უქმნის კომფორტს და ეხმარება საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში. • მოქნილობა სწრაფი და მოქნილი მომსახურება კლიენტისთვის წარმოადგენს კომფორტს, რაც ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა. ამისათვის კომპანიაში მინიმალურ დონემდეა დაყვანილი ბიუროკრატიული სქემები, რაც საშუალებას გვაძლევს მუდმივ რეჟიმში გავაუმჯობესოთ ხარისხი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/04/2018
S
Saba Chikviladze
S