Vininfo.ge

ავტომომსახურება
5
(1 შეფასება)
თბილისი, თბილისი

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer master-card visa

CARFAX-ის და AutoCheck-ის მონაცემთა ბაზებში ავტომანქანის ისტორიის შემოწმება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ხშირად გასაყიდად გამოაქვთ ისეთი მეორადი ავტომანქანა, რომელიც საზღვერგარეთ მოყოლილია ავტოსაგზაო შემთხვევაში, ძალიან იაფად არის შეძენილი და იყიდება საკმაოდ ძვირად უკვე შეკეთებულ მდგომარეობაში. მაგალითად, ძარის გეომეტრიის დარღვევის შემთხვევაში შეუძლებელია საბურავების დგომის კუთხის დარეგულირება. დეფორმირებული ძარის ნიშანია ისიც, თუ საქარე მინა იბზარება შეცვლიდან რამოდენიმე თვეში, რაიმე ობიექტური მიზეზის გარეშე.

იშვიათი არ არის შემთხვევა, როდესაც ავტომანქანების ბაზრობაზე იყიდება ყოფილი ტაქსი, პოლიციის ან საიჯარო ფირმის ავტომანქანა დიდი გარბენით, რომელიც გაყიდვამდეა ჩამოყრილი. გარეგნული ნიშნებით რეალური გარბენის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო მისი სამუშაო რესურსი კი ფაქტიურად ამოწურულია.

დიდია სეტყვასა და წყალდიდობაში მოხვედრილი ავტომანქანის შეძენის ალბათობაც. რასაკვირველია დაზიანების ხარისხი შეიძლება იყოს სხვადასხვა დონის, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მანქანები, ყველაზე გულმოდგინე აღდგენითი სამუშაოების შემდეგაც კი დიდხანს ვერ ფუნქციონირებენ. წარმოიდგინეთ წყალქვეშ თუნდაც რამოდენიმე დღის განმავლობაში ნამყოფი ავტომაქანა.

შეკეთების შედეგად დეფექტები შეუმჩნეველია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ თავს იჩენენ და ავტომანქანა საჭიროებს დამატებით ძვირად ღირებულ სარემონტო სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ ხარისხიანი შეკეთებაც კი ვერ უზრუნველყოფს ავტომანქანის ქარხნულ მაჩვენებლებამდე აღდგენას. 

ზემოთ აღნიშნული პრობლემებისაგან მომხმარებელთა დაცვის მიზნით აშშ-ში შეიქმნა CARFAX და AutoCheck-ის მონაცემთა ბაზები, სადაც დეტალურადაა აღწერილი თითოეული მანქანის ისტორია. დღეისათვის კარფაქსი და ავტოჩეკი ითვლებიან ავტომანქანების ისტორიის ყველაზე სანდო მომწოდებლებად და ყოველწლიურად მილიონობით მომხმარებელს ემსახურებაიან. სისტემები იყენებენ ავტომანქანის უნიკლურ 17-ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერს (VIN), რომელიც განთავსებულია, როგორც ავტომანქანაზე, ასევე ტექნიკურ პასპორტში. სისტემა რამოდენიმე წამში აგენერირებს ავტომანქანის ისტორიის დეტალურ ანგარიშს.

CARFAX და AutoCheck-ის უნიკალური მონაცემთა ბაზა შეიცავს 6 მილიარდზე მეტ ჩანაწერს ყველა ავტომანქანის შესახებ, რომელიც გამოშვებულია 1981 წლის შემდეგ და ექსპლუტაციაში იყო აშშ-სა და კანადაში. CARFAX და AutoCheck-ის მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია შედის 200 000-ზე მეტი წყაროდან.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
12/01/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები