სამშენებლო კომპანია Urban.ge

სამშენებლო კომპანიები
(0 შეფასება)
თბილისი, ბოჭორმის ქ. 50//18

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

urban.ge-ის პარტნიორებს 15 წლიანი გამოცდილება და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ მშენებლობასა და უძრავი ქონების განვითარებაში, თავად გუნდი კი , მთლიანი შემადგენლობით ბაზარზე თითქმის 4 წელია ოპერირებს.

ზუსტად ვიცით, რომ უძრავი ქონების ბაზრის ღირსეული მოთამაშე აუცილებლად ათვითცნობიერებს ქალაქის ურბანული განვითარების სწორ ვექტორებს , და მხოლოდ ამის გათვალისწინებით გეგმავს და ავითარებს პროექტებს .

კომფორტი, urban.ge-ს პირველი ხაზია , რომელმაც ქალაქის ურბანული განვითარების ყველა პრიორიტეტი გაითვალისწინა.

ოპტიმალური , სრულყოფილი არქიტექტურული გეგმარების, ენერგო ეფექტური მშენებლობისა და სრული რემონტის უზრუნველყოფით , დაბალანსებული ფასებითა და გადახდის ყველაზე მოქნილი პირობებით 3 წლის განმავლობაში, ისანი კომფორტში უკვე 120 ზე მეტი ოჯახის კომფორტი შეიქმნა.

ახალი პროექტი ლისზე ახალი სტანდარტის კომფორტია. ურბანული ცხოვრების რიტმის სრულფასოვანი გაზიარება ისე, რომ სახლში დაბრუნებულს მეტი სივრცე, მეტი ჟანგბადი, მეტი თავისუფლება და უფრო ჯანსაღი გარემო დაგხვდეს, ჩვენი გუნდის ახალი გამოწვევა გახდა.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი პატარა საკუთარი ეზოთი და ტერასით ქალაქის ცენტრიდან 12 წუთის სავალზე , ლისის ტბის მიმდებარედ , ამ გამოწვევის ყველაზე რაციონალური პასუხია.

ახალი პროექტი ლისზე ორგანულია მიმდებარე ტერიტორიის ურბანული განვითარებისთვის და შედგება მხოლოდ 14 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისგან.

Urban.ge ის სახასიათო არქიტექტურა, პრინციპით „შიგნიდან გარეთ“ უზრუნველყოფს სახლების ყველაზე კომფორტულ, ოპტიმალურ დაგეგმარებას და მშენებლობისთვის ითვალისწინებს ენერგოეფექტურ და ხარისხიან მასალებს , მხოლოდ საიმედო მომწოდებლებისაგან.

გამწვანება და ეკოლოგია არ შეიძლება იყოს სოციალური პასუხისმგებლობა, ეს მკაცრი ვალდებულებაა;

urban.ge ს სოციალური პასუხისმგებლობა განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაა, ვინაიდან დარწმუნებით ვიცით , რომ ქალაქის სწორი განვითარება და სასიცოცხლო ციკლი , ისევე როგორც ყველაფერი ჯანსაღი, ინფორმირებული საზოგადოებაა , რომელიც სწორ მოთხოვნებს და განვითარების სწორ ვექტორებს კარნახობს ბაზარს.

ჩვენი გუნდის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სამართლებრივად მოწესრიგებული, კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანილი პროექტებია , რომელიც იცავს საკუთრების უფლებას.

urban.ge-ს ყველა დასრულებული , მიმდინარე და ახალი პროექტი ყველაზე დიდ საერთო კომფორტს ქმნის მომხმარებლებისათვის, რაც არის ტრანსპარენტულობისა და სრული ინფორმირებულობის კომფორტი: ზუსტად იცი , რომ ყველა კითხვაზე არსებობს კომპეტენტური პასუხი.

ჩვენ ზუსტად ვიცით , რომ უძრავი ქონების განვითარება შესაძლებელია ისე , რომ ხელი შეუწყო ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას. ასე დავიწყეთ და ასე გავაგრძელებთ.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია