იუ ჯი თი

კომპიუტერული მომსახურება
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 17ა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

იუ-ჯი-თი 20 წელია წარმოადგენს რეგიონის მსხვილ სისტემურ ინტეგრატორს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. კომპანია ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს როგორც მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ისე სამთავრობო ორგანოებს. მისი მიზანია გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობების დამყარება, რაც ორმხრივი სარგებლისა და წარმატების მომტანი ხდება.

დღეისათვის "იუ-ჯი-თის" კლიენტების სიაში 300 მოწინავე კომპანიაა. სისტემური ინტეგრატორის მისიაა, დაეხმაროს კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებსა და სერვისებზე აგებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით.

"იუ-ჯი-თის" ლოგოტიპს საფუძველი 1996 წელს ჩაეყარა. ამ წელს შეიქმნა სასწავლო ცენტრი „სიგმა“, რომელიც მსურველებს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას სთავაზობდა. „სიგმას“ ლოგოტიპზე გამოსახულია წიგნები.

1997 წლიდან "სიგმა" სახელწოდებას იცვლის, რეგისტრირდება როგორც შპს „გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიები“, ინგლისურად - United Global Technologies - UGT (იუ-ჯი-თი) და იწყებს ახალ საქმიანობას - კომპიუტერული ტექნიკის დისტრიბუციას. პირველ ეტაპზე, „გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიები“ „სიგმას“ ნაცნობ ლოგოტიპს ატარებს.

1998 წლიდან "იუ-ჯი-თის" ლოგოტიპი ტრანსფორმაციას განიცდის, თუმცა კვლავ რჩება თავდაპირველი ლოგოტიპის ძირითადი შტრიხები – წიგნები, რაც ცოდნისა და კომპეტენციისაკენ სრაფვას გამოხატავს. 1998 წლიდან დღემდე, "იუ-ჯი-თის" ლოგოტიპი უცვლელია.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
12/05/2018
S
Saba Chikviladze
S