იუ ჯი ბაღი
საბავშვო ბაღი
თბილისი,
მ. ალექსიძის ქ. 8
ჩვენ შესახებ
ორშ - პარ: 10:00-18:00
შაბ: არ მუშაობს
კვ: არ მუშაობს
გადახდის ტიპი
- საბავშვო ბაღში პატარებს ფიზიკური,ინტელექტუალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის შესაფერისი თბილი და კეთილგანწყობილი გარემო დახვდებათ;
- სასწავლო პროგრამები შერჩეულია ბავშვების ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით;
- ინგლისურ ენაზე ხორციელდება, კემბრიჯის სკოლამდელი განვითარების პროგრამა, რაც იძლევა საშუალებას, რომ ბავშვებმა ინგლისური ენის კომპეტენცია მშობლიური ენის დონემდე აიყვანოს.
- ინტერიერი მოწყობილია პატარების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნორმების მაქსიმალური დაცვით;
- სამუშაო ოთახები უზრუნველყოფილია ბიბლიოთეკითა და განმავითარებელი რესურსით.
- საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს შემეცნებით/განმავითარებელი სივრცე, რომელიც მოწყობილია მარია მონტესორის მეთოდის პრინციპითა და შესაბამისი რესურსით.
- პატარები თამაშით შეიმეცნებენ სამყაროს - უტარდებათ სიმღერისა და ცეკვის, კულინარიის გაკვეთილები, სპეციალურად შემუშავებული თამაშებით უვითარდებათ წერა-კითხვის, მეტყველების, უცხო ენის, მოსმენისა და მათემატიკურ-სივრცითი აზროვნების უნარები;
- საბავშვო ბაღში პერიოდულად იმართება: შეხვედრები საბავშვო მწერლებთან, საგანმანათლებლო გასვლითი ტურები მუზეუმში, თეატრში,ზოოპარკში და სხვა;
- სასწავლო წლის ბოლოს პატარები ღია გაკვეთილსა და ზეიმზე ეპატიჟებიან მშობლებს;
- წინა სასკოლო ჯგუფის აღსაზრდელებს გადაეცემათ დამამთავრებელი სერტიფიკატი;
- ბავშვები ხატვასა და ძერწვას ეუფლებიან ნატურალური საღებავებისა და თიხის გამოყენებით;
- ყოველ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობენ კვალიფიციური პედაგოგები;
- ბავშვები ნატურალური და ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით იკვებებიან. დღის განმავლობაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება;
მენიუში, რომელიც ექიმ-დიეტოლოგის რეკომენდაციებით მზადდება, დაცულია ბავშვის ჯანმრთელობისათვის საჭირო დღიური კალორიებისა რაოდენობა; - აღსაზრდელები წყნარი საათის დროს ორთოპედიულ ლეიბებზე იძინებენ , რაც ხელს უწყობს მათი ხერხემლის სწორ განვითარებას;
- დასასვენებელ-სასეირნო ზონაში დაგებულია სპეციალური რბილი საფარი და განთავსებულია გასართობი მოედანი;
- წელიწადში ორჯერ ბაღის ყველა აღსაზრდელს უტარდება ორთოპედიული გამოკვლევა;
- საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს სხვადსახვა წრეები, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ბავშვის ინტერესისა და სურვილისამებრ.
მეტის ნახვა
მიმოხილვები
S