გალერი თრეველ თბილისი

ტურისტული კომპანიები
5
(1 შეფასება)
თბილისი, კ.მარჯანიშვილის ქ.15

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
საერთაშორისო რეისები
გიდის მომსახურება

გალერი თრეველ თბილისი ტურისტული ბიზნესჯგუფის წევრია, რომელიც ტურისტულ და სასტუმრო კომპანიებს აერთიანებს. თბილისში გალერი ჯგუფი წარმოდგენილია გალერი ჰოსტელ თბილისითა და ტურისტული სააგენტო გალერი თრეველით. 

ჯგუფი 2013 წელს დაფუძნდა და დინამიკურად ვითარდება ტურიზმის სფეროში. 

გალერი თრეველ თბილისის მისიაა, ხელი შეუწყოს ადამიანებს პოზიტიური შთაბეჭდილების მიღებასა და დაუვიწყარ დასვენებაში. მიგვაჩნია, რომ მსოფლიო გალერეაა, რომლის დათვალიერებაც ცხოვრების ერთ-ერთი მიზანია.

 

ტურები საქართველოში

საქართველოს სტუმრებსა და არა მარტო მათ, გალერი თრეველ თბილისი გთავაზობთ დაუვიწყარ ტურებს საქართველოს ყველა რეგიონში. 

ჩვენი ტურისტების რჩეული ადგილებია: სტეფანწმინდა და ყაზბეგი, გორი და უფლისციხე, თბილისი და მცხეთა, სიღნაღი და დავით გარეჯა, ბათუმი და სარფი, ახალციხე და ვარძია, მესტია და უშგული, მარტვილი და ზუგდიდი, ქუთაისი და გელათი, შატილი და ხევსურეთი. 

გალერი თრეველ თბილისი გთავაზობთ ღვინის, საცხენოსნო, ჩიტების გადამფრენ და სხვადასხვა სპეციალური ტურის ორგანიზებას. 

ჩვენი გიდები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ენებზე საუბრობენ.

 

ტურები საზღვარგარეთ

გალერი თრეველ თბილისი დაგიგეგმავთ მოგზაურობას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თქვენთვის სასურველი ტური მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში. 

ჩვენ მუდმივად გვაქვს სპეციალური შეთავაზებები პაკეტურ ტურებზე: თურქეთი, ეგვიპტე, შრი ლანკა, მალდივები, დუბაი. 

შეგირჩევთ ზამთრისა თუ ზაფხულის თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ტურს, რათა თქვენი მოგზაურობა უფრო მეტად კომფორტული და დაუვიწყარი გახდეს. 

გალერი თრეველ თბილისი დაგეხმარებათ მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში სასტუმროს დაჯავშნასა და აეროპორტიდან ტრანსფერში.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
01/03/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები