ბი პრო

პროფესიული სასწავლებები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ბუდაპეშტის 1 შესახვევი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 19:00 შაბ: 10:00 - 19:00 კვ: 10:00 - 19:00

გადახდის ტიპი

bank-transfer
ტრენინგი
პარკინგი

შპს ,,ბი პრო’’-ს (სასწავლო ცეტრის) დაფუძნების იდეა გაჩნდა 2013 წელს, როდესაც ბანკში გადავაწყდით კადრების შერჩევის პრობლემას, ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო. გადავწყვიტეთ, რომ დაგვეარსებინა სასწავლო ცენტრი, სადაც დეფიციტური კადრებისთვის შეიქმნებოდა სიმულაციური გარემო და აღნიშნულ გარემოში შესაბამისი კადრები საჭირო უნარ-ჩვევების გამოიმუშავებდნენ კომპეტენციის (70%) და კვალიფიკაციის (30%) ერთობლივი მოდელის გამოყენებით.

სასწავლო ცენტრის კონცეფცია მდგომარეობს არა მხოლოდ კადრების მომზადებაში კონკრეტული საქმისთვის, არამედ დამსაქმებელთან სასურველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობის შექმნაში.

სიმულაციური გარემო ითვალისწინებს:

• კონკრეტული საქმისთვის საჭირო გასაუბრების გავლას;
• სიმულაციური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას;
• სტანდარტების შესაფერისი CV-ის მომზადებას;
• საქმისთვის საჭირო ყველა პროცესის მრავალჯერ გამეორებას აქტიურ სამუშაო რეჟიმში;
• კადრების მომზადების ხარისხის შეფასებას როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდის ჭრილში, ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული მოტივაციის და შეფასების სისტემის გამოყენებით;
• ასევე მრავალ სხვა პროცესებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მიზნობრივი, საქმის და სამუშაო გარემოს მიმართ ადაპტირებული კადრების მომზადებას, რომელთაც დასაქმების მეტი შანსი ექნებათ.

ტრენინგების ჩამონათვალი:

• ფინანსები ბიზნეს დაკრედიტებისთვის
• HR შერჩევის მენეჯერი
• მარკეტინგის მენეჯერი
• სატრანსპორტო ლოჯისტიკის მენეჯერი

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
23/03/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები