კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. აკად. ფ. თოდუას კლინიკა

კლინიკა
5
(1 შეფასება)
თბილისი, თ. მღვდლის ქ. 13

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-17:00 შაბ: 09:00-17:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
პარკინგი
Wi-fi

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შ.პ.ს. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საიდენტიფიკაციო კოდი:201990694

ჩვენი ვებ გვერდია:clinicalmedicine.ge
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს წამყვანი სამკურნალო–დიაგნოსტიკური საუნივერსიტეტო დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტში 5 საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციის განყოფილება და სტაციონარია.ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიისა და ქირურგიის რიგ მიმართულებებში. ინსტიტუტი დაარსდა 1991 წელს. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა მედიცინის დარგში.

ინსტიტუტში მოქმედებს ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო ცენტრი. თუ გსურთ დაეუფლოთ თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მეთოდიკებს, რომელიც გამოიყენება კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განცხადება ინდივიდუალური სტაჟირების კურსის გავლის შესახებ. სტაჟირების თემატიკა შეირჩევა ინდივიდუალურად, სურვილისამებრ. სწავლების (სტაჟირების) კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი არჩეულ თემატიკაში. სტაჟიორები მათი კვალიფიკაციის გათვალისწინებით სარგებლობენ ინსტიტუტის თანამშრომლების უფლებებით, დაიშვებიან კვლევებსა და ოპერაციებზე.

 

სამედიცინო გამოსახულების არქივირებისა და კომუნიკაციის ერთიანი საინფორმაციო სისტემა PACS (Picture Archiving Communication System). PACS წარმოადგენს სამედიცინო საინფორმაციო სისტემას, რომელიც დაფუძნებულია DICOM ტექნოლოგიაზე. იგი აერთიანებს რეგისტრატურას, ინსტიტუტის ყველა კლინიკურ და სადიაგნოსტიკო განყოფილებას ერთიან საინფორმაციო ბაზაში, რის შედეგადაც იქმნება ერთიანი სრულყოფილი სამედიცინო ელექტრონული არქივი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
22/11/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები