ტერასა 21

რესტორანი
5
(1 შეფასება)
თბილისი, სამღებროს ქ. 21

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-02:00 შაბ: 10:00-02:00 კვ: 10:00-02:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
ხმაურის დონე დაბალი
ტერასა
საკუთარი ეზო
დაჯავშნა
პარკინგი
Wi-fi
ახალი რესტორანი, ძველი თბილისის გულში - „ტერასა 21“ (აბანოთუბანში)
 ყველაზე შთამბეჭდავი ხედებით, უგემრიელესი, უძველესი რეცეპტის ქართული და ევროპული კერძებით. ოთხ სართულზე განლაგებული რესტორანი უმასპინძლებს ნებისმიერი სახის ღონისძიებას, გაალამაზებს და დაუვიწყარს გახდის მას.
I სართული
 „თბილისური დარბაზი“ - აქ აღმოჩნდებით ისტორიულ თბილისში, იხილავთ ნივთებს, რომლებმაც გაუძლეს დროს და თავად შეეხებით ისტორიას. აქვე დაგხვდებათ სასიამოვნო, ცოცხალი მუსიკა და ლამაზი ინტერიერი. დარბაზი გათვლილია 50 პერსონაზე.
II სართული „ლაუნჯ ბარი“ - მყუდრო გარემო, ძველი თბილისის ულამაზესი ხედი, სასიამოვნო, ევროპული მუსიკა და DJ-ს ენერგიული მიქსები. აქვე, გადახურული ტერასა, რომელიც საუკეთესო ადგილია თბილისური საღამოების გასატარებლად. II სართული გათვლილია 100 პერსონაზე.
III და IV სართული ღია ტერასები მათთვის, ვისაც უყვარს დროის გატარება ღია ცის ქვეშ, კედლების და დახურული სივრცის გარეშე. ჩვენი ტერასებიდან იხილავთ გოგირდის აბანოებს, მდინარე მტკვარს, მეტეხის კლდეს, ლეღვთახევს, ნარიყალას ციხეს, თბილისის პატარა ვიწრო ქუჩებს, ლამაზი აივნებით. გათვლილია 50 პერსონაზე.
 „ტერასა 21“-ში წარმოდგენილი ქართული ღვინის და ჭაჭის დიდი არჩევანი. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ თქვენ და თქვენს უცხოელ სტუმრებს.
მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/05/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები