თექამიქსი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი


თექამიქსი არის, შპს თექამიქსი, საიდენტიფიკაციო კოდი:204495242
კომპანია "თექამიქსი" აწარმოებს თექის ხელნაკეთ ნივთებს, ტანსაცმელს, აქსესუარებს და დეკორატიულ - სასაჩუქრე ნივთებს. კომპანიის ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს შუშის დეკორატიული ფილა. დეკორატიული ფილა არის ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური იდეა დეკორისათვის! შუშაში მოთავსებული თექით და ასევე სხვა მასალით იქმნება თქვენთვის სასურველი ნახატი, ფერთა გამა, თემატიკა. იგი შეიძლება გამოყენოთ ნებისმიერ ინტერიერში, ავეჯზე, მაგიდებისა თუ ვიტრაჟების შესაქმნელად. მასალა მდგრადია, სწორედ ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ექსტერიერის დიზაინშიც.
ყველა შეკვეთა მუშავდება ინდივიდუალურად, ამიტომ თქვენს დეკორაციას არ ექნება ანალოგი.
დამზადების ტექნოლოგია უნიკალურია, ამიტომ დაპატენტებულია შესაბამისი წესით.
კომპანიის დიზაინერები ატარებენ ერთჯერად მასტერკლასებს ტურისტებისათვის, ასევე გვაქვს თექის შემსწავლელი კურსები მსურველთათვის.