TDC-თიდისი ავტომოტივი

ავტომომსახურება
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12. კმ

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

თიდისი ავტომოტივი არის,  შპს ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო ,საიდენტიფიკაციო კოდი: 401949674

ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია (TDC) 2010 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან წარმოადგენს კომპანია შელის საცხებ–საპოხი მასალების (Shell Lubricants) რეგიონალურ დისტრიბუტორს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

კომპანიის მიზანია, შესთავაზოს რეგიონალურ ბაზარს მხოლოდ პრემიალური ბრენდების, საუკეთესო ხარისხის პროდუქცია და ხელი შეუწყოს აღნიშნული პროდუქციის მომხმარებელი დარგების განვითარებას რეგიონში.

Shell, LandiRenzo, Flashlube, Faber, Energizer – უდიდეს მწარმებლებთან ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს გავიზიაროთ მათი გამოცდილება და შემდეგ ის საკუთარ მომხმარებელთან ურთიერთობაში მათსავე სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ორგანიზაციებში დაგროვილი პროფესიონალიზმი ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებაზე დიდ გავლენას ახდენს. სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ ჩვენი კომპანია დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება და ფართოვდება.

ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების განვითარებაზე. ჩვენი მომწოდებლები მუდმივად ატარებენ თანამშრომლების გადამზადების ტრენინგებს, რათა თითოეული მათი მოქმედება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს. დარგის განვითარების დასახმარებლად, ტრენინგები იმართება კონკრეტული სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისთვისაც.

დღევანდელ სამყაროში გარემოზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. TDC მთლიანად აცნობიერებს გარემოს მიმართ მის პასუხისმგებლობას და აქტიურად ზრუნავს ქვეყნის ეკოსისტემის დაცვაზე ბუნებრივი აირის საავტომობილო სისტემების და საავტომობილო ბალონების შეთავაზებით ბაზრისათვის. ეს სისტემები გარდა ეკონომიკური ეფექტისა ეკოლოგიური თვალსაზრისითაც საუკეთესოა. უნდა აღინიშნოს, ფლეშლუბის დანამატების მთავარი უპირატესობა მის კონკურენტებთან სწორედ მისი ეკო-მეგობრულობაა, ის არ შეიცავს ტყვიას და სხვა ელემენტებს, რომლებიც შეიძლება აბინძურებდეს გარემოს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
07/01/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები