თბილისის სამედიცინო აკადემია

უმაღლესი სასწავლებელი
(0 შეფასება)
თბილისი, 51/2 Ketevan Tsamebuli Avenue, Tbilisi, Georgia

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-19:30 შაბ: 09:00-19:30 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) წარმოადგენს თვითმმართველობის პრინციპით მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას - სასწავლო უნივერსიტეტს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალით და თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და თსა დებულების საფუძველზე. თსა ანხორციელებს ორ საგანმანათლებლო პროგრამას - ”სამკურნალო საქმე” და ”სტომატოლოგია” და კურსდამთავრებულებს ანიჭებს დიპლომირებული მედიკოსის და დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიურ ხარისხს. პროგრამა ერთსაფეხურიანია და შეესაბამება უმაღლესი განათლების მეორე საფეხურს. თბილისის სამედიცინო აკადემიის მისიაა მედიცინის დარგში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პირების მომზადება. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის დონის გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა მაღალი ხარიასხის სამედიცინო განათლეების უზრუნველყოფის გზით. აკადემიის ძირითადი მიზანია ახალგაზრდებს გამოუმუშავოს თვითმყობადობა, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გააზრებულად გაცნობის და გამოყენების უნარი, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას. აკადემიის ძირითადი ამოცანებია: - პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე დიპლომირებული მედიკოსების და სტომატოლოგების მომზადება; - უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა; - სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, ასევე პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობა; სტუდენტთა და პროფესორთა მობილობის ხელშეწყობა; - სამეცნიერო კვლევების ორგანიზება და ჩატარება; სასწავლო პროცესთან სამეცნიერო საქმიანობის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფა; საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება; - სტრატეგიულ პარტნიორებთან, აფილირებულ კლინიკურ და სამეცნიერო პროფილის დაწესებულებებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ორგანიზება და უზრუნველყოფა; - თსა-ის სტრუქტურის ოპტიმიზაცია; - მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად; - მართვისა და კონკურსების საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; - განათლების ხარისხის მართვის სისტემის შექმნა და დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია დაფუძნდა 1992 წელს. თსა ფუნქციონირებს სახელმწიფო ლიცენზიის და აკრედიტაციის საფუძველზე (ლიცენზია №01-17-08, 03.07.92 წ.; აკრედიტაცია - №90/ა, 17.10.2006 წ.). 1993 წლიდან დღემდე თსა დაამთავრა 1600-ზე მეტმა მედიკოსმა. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა წარმატებით მოღვაწეობს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის კლინიკებში და ფარმაცევტულ ფირმებში. 50-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია