სტორნო აუდიტ

ფინანსები | ბუღალტერია | აუდიტი
5
(1 შეფასება)
ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 150

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

სტორნო აუდიტ არის, შპს სტორნო აუდიტ, საიდენტიფიკაციო კოდი:245613876

კომპანია სტორნო  დაარსდა 2006 წლის მაისში, კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურება, უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ მომსახურება შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც კონსულტაციის ასევე პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავების ან კიდევ აუდიტორული მომსახურების სახით.

 ფირმის დაარსების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო იმ დროისათვის საბუღალტრო სფეროში არსებული უამრავი გაურკვეველი ან ბუნდოვანი საკითხების არსებობით, რომელიც მნიშვნელოვან პრობლებს უქმნიდა მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებულ პირებს, ასევე ამავე პერიოდისათვის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა ახალი საგადასახადო კოდექსი რომელიც როგორც ჩვენს “კლიენტებში”, ასევე ჩვენს პროფესიულ გუნდში იწვევდა უამრავ შეკითხვას.

  საქმიანობის პირველივე ეტაპზე წავაწყდით ისეთ სირთულეებს, როგორიცა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, პიროვნებების რომლებიც შეძლებდენ მარტივი საბუღალტრო გატარებების შესრულებას ან გათვიცნობიერებული იქნებოდნენ საგადასახადო ანგარიშგებაში, დეკლარაციის წარდგენის ვადებში, სტატისტიკური ფორმების შედგენასა და მსგავს საკითხებში.

  ამ სირთულის გადასაჭრელად პარალელურად დავიწყეთ კადრების გადამზადება, რასაც შემდგომში მოყვა საბუღალტრო კურსების დაარსების იდეა. მოცემული იდეა, რომელიც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა დღესდღეობით ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებადა იქცა. ამ მიზნით 2007 წლის ივნისის თვეში ორგანიზაციამ დააარსა საფინანსო სკოლა, რომელიც დღეს მსმენელს სთავაზობს საგადასახადო და საბუღალტრო საქმის შესწავლის ეფექტურ პროგრამას, უფრო ზუსტად სასწავლო პროგრამის ისეთ ორ ალტერნატივას, რომელიც, ერთის მხვრივ გათვლილია იმ მსმენელთათვის, რომლებსაც გააჩნიათ ეკონომიკური განათლება ან მოცემულ დარგში სამუშაო გამოცდილება და მეორეს მხვრივ მათვის, ვინც ეხლა ეცდება პროფესიული განათლების მიღებას. 
როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, წარმატებული სტუდენტების დიდი უმრავლესობა დასაქმებული იქნენ იმ კომპანიებში, რომლებიც სარგებლობნენ ჩვენს მიერ შეთავაზებული საკონსულტაციო, საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურებებით, რასაც მივიჩნევთ ჩვენი სასწავლო ცენტრის განსაკუთრებულ პრივილეგიად.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
27/06/2018
S
Saba Chikviladze
S