სტეპლაინი

სხვადასხვა(მომსახურება)
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. 106

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

სტეპლაინი არის, შპს სტეპლაინი, საიდენტიფიკაციო კოდი:202460862
კომპანია "სტეპლაინი" გთავაზობთ ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი პროდუქციის უდიდეს არჩევანს როგორც კერძო პირებისთვის, ასევე სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისათვის. ჩვენი სამუშაოს ძირითადი მიმართულება, კომპანიის დასაბამიდან, ალუმინის მოაჯირების მოდელირება და მონტაჟია. ასევე, ვამზადებთ მოაჯირებსა და ხელსაკიდებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

 

ვმუშაობთ საშხაპე და ტუალეტის კაბინების, კარადა-კუპეების, ალუმინის კარნიზებისა და ფეხსაწმენდების დიზაინსა და მონტაჟზე. თქვენი სახლის, თუ დაწესებულების ექსტერიერის მოსაპირკეთებლად გთავაზობთ აივნებისა და ვერანდების შემინვას, ფარდულებს, პანორამული ფანჯრების სისტემებსა და ფერგოლა სისტემებს.

ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ვთავაზობთ ავტომატური კარებების სისტემებს, ტურნიკეტებს, საოფისე ტიხრებს, სავაჭრო დახლებსა და სამედიცინო ავეჯს. ასევე, ვამზადებთ მრავალფეროვან სარეკლამო პროფილებს, სტენდებსა და ლაითბოქსებს. დაგვიკავშირდით და ჩვენ ყურადღებით მოგისმენთ და შემოგთავაზებთ ფასისა და ხარისხის ოპტიმალურ ვარიანტს.

დეტალებისა და მასალის ფართო არჩევანი დაგეხმარებათ შეარჩიოთ კონსტრუქცია თქვენი გემოვნების მიხედვით. ხოლო საჭიროების შემთხვევაში ჩვენ უფასოდ შევასრულებთ გაზომვებსა და გამოთვლებს ნებისმიერი კონსტრუქციებისათვის.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/12/2017
S
Saba Chikviladze
S