სპორტის უნივერსიტეტი

უმაღლესი სასწავლებელი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“ ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს. უნივერსიტეტი მხარს უჭერს ევროპული განათლების დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის პრინციპებს და ორიენტირებულია საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებაზე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგის მრავალმხრივი მიმართულებით. უნივერსიტეტი, ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების საფუძველზე, აყალიბებს სტუდენტებში პოფესიულ უნარ-ჩვევებს და თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენების გზით, უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას და შრომის ბაზრისთვის კვალიფიციური, ღრმა კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას. უნივერსიტეტი უმაღლეს განათლებას განიხილავს, როგორც სწავლების, სწავლისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ერთიანობას და თავის მისიას განსაზღვრავს გლობალური განვითარების კონტექსტში. იგი წარმოადგენს სტუდენტთა, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთა მჭიდრო კავშირს, რომელთა ერთიანი თანამშრომლობითაც იქმნება აკადემიური სწავლები სერთიანი სისტემა.
სასწავლო უნივერსიტეტის მიზანია შექმნას სტუდენტთა სწავლებისა და კვლევითი სამუშაოებისათვის საუკეთესო პირობები, დაამკვიდროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და მომავალზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. 
სასწავლო უნივერსიტეტის ამოცანებია უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების აკადემიური თავისუფლების პირობების შექმნა, მართვის საჯაროობა და გამჭვირვალობა. 
დარგის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე შესთავაზოს კვალიფიციურად აგებულითანამედროვე სასწავლო პროგრამები, სწავლების პროცესის თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც სტუდენტებს მისცემს ცოდნას მეცნიერებების სხვადასხვა დარგში და პირველ რიგში ფიზიკური აღზრდის და სპორტის სფეროში. 
სასწავლო პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობა საქართველოს სხვაუმაღლეს სასწავლებლებთან. კავშირების დამყარება უცხოეთისმონათესავე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლითი პროგრამების რეალიზება, კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული განათლების მიხედვით

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
15/03/2018
S
Saba Chikviladze
S