სოლარის ჯგუფი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
შპს „სოლარისი“ შეიქმნა 2015 წლის 4 მარტს, კომპანიის დაფუძნების იდეა ეკუთვნის სხვადასხვა ბიზნეს სფეროში მოღვაწე წარმატებულ ტოპ მენეჯერთა და ბიზნეს კონსულტანტთა გუნდს. სოლარის ჯგუფის მიზანია გახდეს ლიდერი კომპანია ბიზნეს კონსალტინგის მიმართულებით. კომპანია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოში ბიზნეს კონსალტინგის მიმართულების განვითარებასა და ამ სფეროს თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გადაყვანაში. 2015 მარტის ბოლოს შპს „სოლარისი“ გახდა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) BAS პროგრამის პარტნიორი. შპს ‘სოლარისი“-ს გუნდის წევრები ბოლო წლების განმავლობაში ეწეოდნენ საკონსულტაციო საქმიანობას ფიზიკური პირების (FREELANCER) სტატუსით სხვადასხვა მიმართულებით:
- ბიზნესის პროექტირება და სტრატეგია;
- მარკეტინგული კვლევა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები;
- ოპერაციების ოპტიმიზაცია;
- ფინანსური რესურსის მოზიდვა ბიზნესის განვითარებისთვის;
- ფინანსური ანალიზი, აღრიცხვა და რეპორტინგი;
ჩვენ ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნეს, რომ გაფართოვდნენ და მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ ეკონომიკის კატალიზატორები, ჯერ ადგილობრივად, შემდეგ კი რეგიონის მასშტაბით. იმისთვის რომ ჩვენი კლიენტების ბიზნესებს მოემატოთ კონკურენტუნარიანობა, ჩვენი სპეციალისტები იყენებენ უახლეს საუკეთესო პრაქტიკას და აზროვნებას შესაბამის სფეროში. ჩვენს გუნდს აქვს დიდი პრაქტიკული გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვაში, ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევაში და ანგარიშების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად შედგენაში.