სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

უმაღლესი სასწავლებელი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 6

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer

დამტკიცებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ (დადგენილება №56, 23.06.2010)
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დაფუძნებული საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილებით - 1989 წლის 14 მაისს შექმნილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ბაზაზე, რომელიც აფხაზეთის უპირველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - 1932 წელს დაარსებული სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (1979 წლიდან - სოხუმის /აფხაზეთის/ სახელმწიფო უნივერსიტეტის) უშუალო სამართალმემკვიდრეა. ის არის მრავალსაუკუნოვანი ზოგადქართული საგანმანათლებლო ტრადიციების მატარებელი უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ეფუძნება ქართველი და აფხაზი ხალხების სულიერ და ინტელექტუალურ ფასეულობებს. 
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ჯეროვნად აქვს გაცნობიერებული თავისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ზოგადკულტურული ფუნქცია ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის ჩატეხილი ხიდის გამთლიანებასა და აფხაზეთში ქართულ-აფხაზური ისტორიული თანაცხოვრების აღდგენის საქმეში. 
უნივერსიტეტის მისიაა კაცობრიობის მთავარი ღირებულებების - განათლების მიღებისა და გავრცელების, უახლეს სამეცნიერო იდეებზე დაფუძნებული, მსოფლიოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო განათლების მქონე სხვადასხვა აკადემიური დონის კურსდამთავრებულების მომზადება, რომლებსაც ექნებათ მაღალზნეობრივი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გლობალურ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლონიის პროცესის, საქართველოს კანონმდებლობის და მისი წესდების შესაბამისად განახორციელებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას. 
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი ღიაა ყველა სტუდენტისა და პროფესორისათვის განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა.
უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:
 მომავალი თაობების აღზრდა ქართული კულტურისა და ტრადიციების გათვალისწინებით;
 მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება; 
 უნივერსიტეტში აკადემიური განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა-დოქტორანტურა), უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების განხორციელება; 
 სტუდენტის ჩამოყალიბება ჭეშმარიტ მოქალაქედ, თავისუფლებისმოყვარე და დემოკრატიულ პიროვნებად;
 ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია; 
 სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა;
 საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;
 საუნივერსიტეტო განათლებისა და სამეცნიერო კვლევისათვის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;
 პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი პროფესიონალი სპეციალისტების აღზრდა და სამეცნიერო საქმიანობის წარმოება შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო არენაზე;
 სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება. 
 უნივერსიტეტის უმთავრესი ამოცანაა განათლების ხარისხის მუდმივი ამაღლების პოლიტიკის შემუშავება და მართვის თანამედროვე მეთოდების ფართო გამოყენება საუკეთესო უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით.
დასახული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტში მიმდინარეობს:
 სტრატეგიული განვითარების გეგმის ეფექტიანი განხორციელება;
 ახალი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავება სტუდენტებისა და სწავლების სხვა ბენეფიციარების მოლოდინების შესაბამისად და მათი ხარისხის შეფასება;
 არსებული კურიკულუმების სრულყოფა და სწავლების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
 აკადემიური პროგრამების უზრუნველსაყოფად მეტად მნიშვნელოვანი პროცესის შიდა და გარე ექსპერტიზის გამოყენება და შესაბამისი პროცედურების გამჭვირვალობა;
 სტუდენტთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმების მოდიფიცირება ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მატერიალური ბაზის შეფასება, საინფორმაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 
 აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება; 
 საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასება;
 სწავლების და სწავლის პროცესებისათვის ხელის შეწყობა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა;
 სამეცნიერო - კვლევითი ფორმატის გაფართოება (ურთიერთობები: კვლევა, დაგროვილი გამოცდილების გაზიარება) დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით; 
 უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისათვის შიდა და გარე შეფასებების პროცედურების გამოყენება; 
 SWOT ანალიზის ჩატარება, რომელიც გულისხმობს მოცემული დაწესებულების ძლიერი, სუსტი მხარეებისა და მასზე მოქმედი გარე ფაქტორების, საფრთხეებისა და შესაძლებლობების განსაზღვრას;
 სწავლების ხარისხის შეფასების პროცესში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სამსახურების თანამშრომლებისა და სტუდენტების ჩართულობა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტულია ისეთი მნიშვნელოვანი დარგებისა და მიმართულებების განვითარება, როგორიცაა აფხაზოლოგია, ქართველოლოგია, არქეოლოგია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და სოციალ-პოლიტიკური მეცნიერებები, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და განათლების მეცნიერებები. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიური ჩართვა, ბოლონიის პროცესის სწორი გაგება, მისი განხორციელება და რეფორმების თანმიმდევრული გატარება, რაც, თავის მხრივ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო აღიარებას მოუტანს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
14/03/2018
S
Saba Chikviladze
S