სმარტბოქსი

ავტომომსახურება
5
(1 შეფასება)
თბილისი, თ. შეშელიძის ქ. 37

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

სმარტბოქსი ავტოპროდუქტებისა და მომსახურების განსხვავებულ ქსელს ქმნის ქართულ საავტომობილო ბაზარზე, სადაც მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ბრენდების პროდუქციის რეალიზაციით და სწრაფი სერვისების მეშვეობით, მომხმარებელი პროფესიონალურ მომსახურებას იღებს საკუთარი ავტომობილისთვის.

ავტობოქსი ითვალისწინებს თითოეული ავტომფლობელის ინტერესებს და კლიენტებთან უშუალო დამოკიდებულებით, ქმნის მომსახურების მოსახერხებელ და კომფორტულ სისტემას. სმარტბოქსი მომხმარებლის მაქსიმალურ კმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

ხარისხიანი პროდუქციისა და ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანის  შეთავაზებით,  კომპანია ამყარებს გრძელვადიან ურთიერთობას თითოეულ მომხმარებელთან.

სმარტბოქსის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გაიგივდეს თითოეული მძღოლის სასურველ ავტოფარეხთან, სწორედ ამიტომ, პირველად საქართველოში, შეიქმნა ახალი მიმართულება საავტომობილო მომსახურების სფეროში – SmartBox Self Service. აღნიშნული სერვისით სარგებლობის დროს, ავტო მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ბოქსები და ტექნიკური აღჭურვილობა საკუთარი ავტომობილის შესაკეთებლად და თავი იგრძნონ როგორც საკუთარ ავტოფარეხში.

სმარტბოქსის მთავარი მიზანია შექმნას მაქსიმალურად მოსახერხებელი ავტობოქსების ქსელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც სწრაფ და სრულყოფილ მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებელს.

სმარტბოქსი – თქვენი გონივრული არჩევანი!

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
06/01/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები