სმარტ ფოტოს

ფოტო | ვიდეო | ხმის ჩამწერი სტუდია
5
(1 შეფასება)
თბილისი, გ. მუხაძის ქ. 10

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-22:00 შაბ: 10:00-22:00 კვ: 10:00-22:00

გადახდის ტიპი

cash

ჩვენი ფუნქციაა განსხვავებული და ინოვაციური პროდუქტებით გავახალისოთ შენი წვეულება, დაბადების დღე, კორპორატიული, ქორწილი ან სხვა სახის ღონისძიება.

ფოტოკაბინა:
ეს არის ჯადოსნური ოთახი, სადაც, ფარდის მიღმა სრულიად თავისუფალი ხარ საკუთარი ემოციების გამოხატვაში. 
ჩვენი ფოტოკაბინები განთავსებულია ძირითადად თბილისში, სეზონურად - რეგიონებში (ზუსტი მისამართებისთვის იხილეთ ფოტოკაბინების რუკა).
ფოტოკაბინა იღებს სახალისო, სხვადასხვა კადრისგან შემდგარ ფოტოებს. 

ფოტოკაბინის გაქირავება:
ის საშუალებას იძლევა, დაუვიწყარი გახადოთ თქვენი ღონისძიება: დაბადების დღე, ქორწილი, კორპორატიული წვეულება, გამოფენა, ბანკეტი და სხვა. ფოტოკაბინა სტუმრების გახალისების ორიგინალური საშუალებაა. ის თქვენს წვეულებას უფრო მრავალფეროვანს ხდის და სტუმრებს დაუვიწყარ მოგონებებს უქმნის.

ფოტოების ადგილზე ბეჭდვა:
აღნიშნული მომსახურება საშუალებას იძლევა, წვეულების დროს, ადგილზევე მოხდეს ფოტოგრაფისა თუ სტუმრების მიერ გადაღებული ფოტოების ბეჭდვა - ფოტოქაღალდზე, სტიკერზე ან მაცივრის მაგნიტზე.

ფოტოზე რეკლამის განთავსება:
ეს არის ფოტოკაბინებში დაბეჭდილ ფოტოებზე რეკლამის განთავსების უნიკალური საშუალება. ფოტოზე განთავსებული რეკლამა არის ძალიან ორიგინალური გადაწყვეტილება მიზნობრივი სეგმენტისთვის სასურველი გზავნილის მისაწოდებლად.

პოლაპრინტი:
პოლაროიდის ციფრული კამერით მომენტალურად დაბეჭდილი მინიატურული ფოტო-სტიკერები თქვენი სტუმრების გახალისების კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალებაა.

ფოტოკოპტერი:
ეს არის მფრინავი მოწყობილობით (დრონით) ფოტოს/ვიდეოს გადაღების სერვისი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თქვენი წვეულების ფოტოზე/ვიდეოზე აღბეჭდვა უჩვეულო რაკურსით. 

ჰეშთეგ პრინტერი:
ეს არის მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად ბეჭდავს ფოტოებს ინსტაგრამიდან და ტვიტერიდან.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S