სკოლა ოქროს აკვანი

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვარკეთილი I მ/რ, კორპუსი 3

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-17:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

სკოლა ოქროს აკვანი არის, შპს ოქროს აკვანი, საიდენტიფიკაციო კოდი:206178027
ჩვენი ვებ გვერდია:skolaoqrosakvani.ge
სკოლა "ოქროს აკვნი" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანამანათლებლო სკოლაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა.

სკოლის მისიაა ასწავლოს მოსწავლეს როგორ ისწავლოს და დაეხმაროს 

 

სკოლა "ოქროს აქკვანში" თბილი, ოჯახური და მეგობრული სამუშაო გარემოა.

 

მცირერიცხოვანი კლასები იძლევა საშუალებას ჩატარდეს ინტერაქტიული გაკვეთილები და მოსწავლეებმა სრულად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. პროფესიონალი პედაგოგები ცდილობენ თითოეულ ბავშვს მისცენ საკუთარი აკადემიური და პიროვნული პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზების შესაძლებლობა. 

 

სკოლაში მოქმედებს სწავლების გაძლიერებული პროგრამები. პრიორიტეტი გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლაა. გრიფირებული სახელმძღვანელოების გარდა მოსწავლეები გამოიყენებენ დამატებით სახელმძღვანელოებს, რაც მათ ეხმარებათ გააუმჯობესონ კითხვის, წერის, საუბრისა და მოსმენის უნარ-ჩვევები.

 

პირველ კლასში სწავლა მიმდინარეობს ზეპირმეტეყველებით და პარალელურად უვითარებენ კითხვის უნარს. მე-3 კლასიდან მოსწავლეები სწავლობენ რუსულ ენას და მე-5 კლასიდან გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებს არჩევით.

                                                         

დაწყებით საფეხურზე სკოლა უყენებს KET-ის პროგრამას, საბაზო საფეხურზე PET, PTE და TOEFL-ის პროგრამებს. საშუალო საფეხურზე კი იყენებენ FCE, SAT და TOEFL-ის პროგრამებს. ამ პროგრამების ათვისების შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ გავიდნენ საერთაშორისო გამოცდებზე და აიღონ საერთაშორისო სერთიფიკატები.

 

ოლიმპიადები,  სასკოლო წრეები, საგნობრივი კონფერენციები, საველე გაკვეთილები, ჭადრაკი, სპორტული  აერობიკა, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები  – გახლავთ სკოლის მუშაობის არასრული ჩამონათვალი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/12/2017
S
Saba Chikviladze
S