სკოლა-ლიცეუმი პრომეთე

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, მუხიანის დასახლება, მე-4 ბ მ/რ

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

სკოლა- ლიცეუმი ”პრომეთე” განახორციელებს სახელმწიფოსა და საზოგადოების დაკვეთას: 
აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა მცოდნე და ამღიარებელი, შრომისმოყვარე, პატიოსანი, პატრიოტი, ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მომავალი თაობა. 
თითოეულ მოსწავლეს მისცეს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენის, ობიექტურად თვითშეფასებისა და მომავალი პროფესიის სწორად არჩევის საშუალებები.
უზრუნველყოს ”მშობლები-მოსწავლე-მასწავლებლები” წრედის შეკრულობა და ოპტიმალური ქმედითუნარიანობა, მასწავლებელთა მიერ მოსწვლეთა ცოდნა და უნარ-ჩვევების შეფასებათა მაქსიმალურად ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის მაღალი ხარისხი.
უზრუნველყოს მოსწავლეთა და თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს, ურთიერთშორის პატივისცემისა და კეთილგანწყობის ატმოსფეროს, დამოუკიდებელი მუშაობისა და შესვენებისათვის პირობების შექმნა. 
მუდმივად იზრუნოს: მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სხვა თანამშრომელთა მხრიდან სკოლის შინაგანაწესისა და უფლება-მოვალეობათა ცოდნა და უკომპრომისო დაცვაზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, პედაგოგთა უწყვეტი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნაზე. 
ქართული , ინგლისური და რუსული ენებისა და ინფორმატიკის სწავლების მაღალი დონის საფუძველზე უზრუნველყოს ტრადიციული და თანამედროვე საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალების გამოყენების უნარების განვითარება. 
მათემატიკის საფუძვლიან სწავლებაზე მუდმივი ზრუნვით უზრუნველყოს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარება და შესაბამისად, პრობლემების მათემატიკური მოდელირების უნარის ჩამოყალიბება, სწავლის შინაარსისა და ხერხების სწავლება. 
"პრომეთეში“ ხარისხიანი საბაზო განათლების საფუძველზე, რაც X კლასშიც გაგრძელდება ყველა სასწავლო საგნის სწავლების პარალელურად, მოსწავლეთა სურვილების, მიზნებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიმდინარეობს მათი მომავალი პროფესიის არჩევა.
XI და XII კლასებში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სკოლის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწალების პირობებში დამატებითი კვირეული საათები ეთმობა მოსწავლის მომავალი პროფესიის დასაუფლებლად საჭირო საგნებს (იქნება ტექნიკური, სამედიცინო,ეკონომიკური,ჰუმანიტერული ჯგუფები).ამისთვის VII-XII კლასებში ექვსდღიანი სწავლებაა (შაბათიც სამუშაო დღეა). 
სკოლა უზრუნველყოფს კლასგარეშე მუშაობას ჩამორჩენილ, აგრეთვე, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეებთან, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ცეკვებისა და მუსიკალური წრეების ფუნქციონირებას. 
სკოლის დირექცია აწარმოებს სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობით პროცესსა და გარემოზე მუდმივ მონიტორინგს, აგროვებს შენიშვნებსა და წინადადებებს, რომელიც გამოითქმება მასწავლებელთა და მათი მშობლების, საზოგადოების თუნდაც უცხო წარმომადგენელთა მხრიდან და ყოველი სასწავლო წლის დასასრულს იღებს გადაწყვეტილებას სკოლის მისიასა და სხა დოკუმენტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ. 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
17/03/2018
S
Saba Chikviladze
S