სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - სი-თი-ი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
შპს „სი-თი-ი“ დაარსდა 2004 წლის 21 ივლისს.
მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტ-რეალიზაციას საქართველოში, რომელთა არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია.
კომპანია არის ოფიციალური წარმომადგენელი ისეთი ჯგუფების, როგორებიცაა:
YTO Group Corporation
აგროტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანია ჩინეთში, რომელიც გვაწვდის მაღალი სიმძავრის (40-160 ცხ.ძ.) ტრაქტორებს: YTO-404; YTO-504; YTO-754; YTO-X854; YTO-X904; YTO-X1004; YTO-X1204 და ა.შ.
CHANGZHOU DONGFENG AGRICULTURAL MACHINERY GROUP CO LTD
რომელიც აწარმოებს მაღალი კლასის აგროტექნიკას CAD და CAM ტექნოლოგიაზე დაყრდნობით. იგი გვაწვდის 20; 25; 40; 75; 90; 120... ცხ.ძ. ტრაქტორებს DF-200; DF-254; DF-404; DF-754; DF-904 და ა.შ.
ასევე ჩვენი მომწოდებლები არიან:
XINGTAI FIRST TRACOR MANUFACTURING
აგროტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია ჩინეთში, რომელიც გვამარაგებს ყველასათვის ხელმისაწვდომ, შედარებით დაბალი სიმძლავრის (12-24 ცხ.ძ.) ტრაქტორებს: XT-120; XT-180; XT-200; XT-220; XT-244.
WUXI KIPOR POWER CO., LTD
გვაწვდის 5-12 ცხ.ძ. მქონე ხელის ტრაქტორებს (მოტობლოკებს), ელექტრო და მექანიკური დამქოქით. ყველა სახის დამხმარე მოწყობილობებით და სათადარიგო ნაწილებით.
იტალიური კომპანია ENOITALIA გვამარაგებს მეღვინეობისთვის განკუთვნილი ტექნიკით.
ყურძნის საწურებით (როგორც ელექტრო, ასევე მექანიკური);
50-3000 ლიტრამდე ტევადობის ღვინის დასადუღებელი და შესანახი რეზერვუარებით; მექანიკური წნეხებით და სხვა მეღვინეობა-მევენახეობისთვის საჭირო ინვენტარით.
ფართო არჩევანი გვაქვს მიწის დასამუშავებელი (გუთანი; ფრეზი; კულტივატორი), მოსავლის სათესი დაამღები მოწყობილობების. სხვადასხვა ზომის შესაწამლი აპარატების, სარწყავი სისტემების, ასევე საოჯახო-საბაღე ინვენტარის.
მომხმარებლებს ვთავაზობთ სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილებს; სხვა და სხვა ზომის საბურავებს როგორც ტრაქტორებისთვის, ასევე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისთვის.
კომპანია „სი-თი-ი“-ს, არსებობის მანძილზე მრავალ, ტენდერსა თუ პროგრამაში მონაწილეობა-გამარჯვების დიდი გამოცდილება აქვს. რითიც საკუთარიი წვლილი შეაქვს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ უფრო მეტი მრავალფეროვნება შევიტანოთ საქონლის არჩევანში, რითიც ვუზრუნველყოთ მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.