ივენთ კომპანია "შოუ თაიმ"

სხვადასხვა(მომსახურება)
5
(1 შეფასება)
თბილისი, პეკინის ქ. 11

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 11:00 - 17:00 კვ: 11:00 - 17:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash
დაჯავშნის აუცილებლობა
დაჯავშნა

ივენთ-კომპანია  ShowTime  წარმოადგენს დღესასწაულების მოწყობის და მართვის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ ივენთის მოწყობისთვის საჭირო ყველა სერვისს, ინვენტარსა და პროდუქციას, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, უმოკლეს დროში მიიღოს მისთვის სასურველი მომსახურება.

კომპანია დაკომპლექტებულია  მხოლოდ წამყვანი სპეციალისტებით, ეს კი ჩვენი მომსახურების მაღალი ხარისხისა და ოპერატიულობის მთავარი გარანტია. ჩვენთან თანამშრომლობენ: ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინერები, ფლორისტები, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დიზაინერები, სტილისტები, ვიზაჟისტები, მსახიობები, რეჟისორები, შოუპროგრამის შემქმნელები, მუსიკალური ჯგუფები, ინდივიდუალური მუსიკალური შემსრულებლები, კლასიკური მუსიკის კვარტეტები, ჯაზ-ბენდები, ქორეოგრაფები, ქართული და უცხოური ცეკვის შემსრულებლები, შოუს წამყვანები, ანიმატორები, მხატვრები, ფოტოგრაფები, ოპერატორები, განათების, ხმის და პროექციის სპეციალისტები, ტექნიკური პერსონალი, კონდიტერები, შეფ-მზარეულები, ბარმენები, მიმტანები და ივენთის ორგანიზატორები.

კომპანიას თავად გააჩნია  ყველა საჭირო ინვენტარი და მოწყობილობა ივენთების მოსაწყობად თუ გასაფორმებლად.

ShowTime -ში შეგიძლიათ იქირაოთ: სცენა და გადახურვა, განათების და ხმის აპარატურა, ფოტოგრაფიის და პროექციის აპარატურა, პოდიუმი, ბარიერები, ფურშეტისთვის საჭირო ყველა ინვენტარი: კოქტეილის მაგიდები, სკამები, ჭურჭელი, ტენტები, ქეითერინგის რეკვიზიტები. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ ყველა საჭირო ატრიბუტიკას  კონფერენციების და კერძო ივენთების  ჩასატარებლად.

კომპანიის მიმართულებებია: კრეატიული, ორიგინალური, კერძო და კორპორატიული საღამოების მოწყობა. დაგეხმარებით ასევე, ქორწილის, ბანკეტის, ფლეშმობის, დაბადების დღის, იუბილის, რომანტიკული საღამოს, სიურპრიზების, კონცერტების, სახალხო დღესასწაულების, სარეკლამო და პიარ-აქციების, ბიზნეს-შეხვედრების, კონფერენციების, მაღაზიებისა და ობიექტების გახსნის ცერემონიალის მოწყობაში...

ShowTime -ი ასევე გთავაზობთ ორიგინალურ შოუ-პროგრამებს, როგორც ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის, ასევე კორპორატიული საღამოების, დაბადების დღეებისა და კერძო ივენთებისთვის.

კომპანია უზრუნველყოფს თანამედროვე დიზაინის შექმნას ყველა ტიპის ივენთისთვის. მათ შორის ქორწილისთვის. მოგემსახურებით ფურშეტით სერვისით და გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის ღონიძიებისთვის ფეიერვერკის, ეფექტების, სადღესასწაულო პროდუქციის, ჰელიუმის და სპეც. ეფექტების ფართო არჩევანს საბითუმო ფასად.  კომპანია ასევე დაგეხმარებათ ზემოთაღნიშნული ეფექტების იმპორტში.

ჩვენი მიზანია, საქართველოში დავამკვიდროთ მაღალხარისხიანი ივენთების მოწყობის სტანდარტი. მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, რათა უმოკლეს დროში და დიდი ძალისხმევის გარეშე, მისთვის მისაღებ ფასად მოახერხოს მნიშვნელოვანი დღის ეფექტურად მოწყობა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

******
02/11/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები