სკოლა კრწანისი მარჯი

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, კრწანისის ქ. 38

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

კერძო სკოლა "კრწანისი მარჯის" ერთ–ერთი ძლიერი მხარე მისი ადგილმდებარეობაა: სკოლა იმყოფება ეკოლოგიურად სუფთა რაიონში, აქვს დიდი გამწვანებული ეზო და ბაღი, რომელიც მოიცავს ღია საგაკვეთილო სივრცეს და სტადიონს მოსწავლეთა სპორტული აქტივობებისთვის. სკოლის შენობა სუფთა და ნათელია. სკოლაში არის ცენტრალური გათბობა და თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისი სველი წერტილები. ასევე სასადილო ოთახი, ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან კვებით, რაც საფასურში შედის.
სკოლას ჰყავს 24 კვალიფიციური პედაგოგი მათ შორის 7 უფროსი და 17 პრაქტიკოსი მასწავლებელი. 3 მასწავლებელს აქვს დოქტორის ხარისხი.
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს უცხოური ენების გაძლიერებულ სწავლებას: ინგლისური ისწავლება პირველი კლასიდან დამატებითი საათობრივი დატვირთვით, ხოლო რუსული ენა მეორე კლასიდან. ასევე დამატებით საგანმანათლებლო საქმიანობას ჭადრაკის წრის, ქართული ხალხური სიმღერების, აერობიკის და დრამატული წრის სახით. I-VIII კლასის მოსწავლეები სკოლაშივე ახერხებენ გაკვეთილების მომზადებას. სკოლა ფუნქციონირებს გახანგრძლივებული დღის რეჟიმით დილის 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
სკოლას ემსახურება ფსიქოლოგი, ის იკვლევს მოსწავლეთა საჭიროებებს და ინდივიდუალური გეგმით მუშაობს თითოეულ მათგანთან. სკოლას ასევე ჰყავს ექიმი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მოსწავლეთა ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე, რისთვისაც ატარებს შესაბამისი პრევენციის აქტივობებს.
დამრიგებლები ზრუნავენ მოსწავლეთა სულიერი და ესთეტიკური კულტურის განვითარებაზე, მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ მუზეუმებს, თეატრებს. დადიან ექსკურსიებზე.
სკოლას კავშირი აქვს ლიტვის კლაიპედის "LCC" უნივერსიტეტთან, სადაც ამჟამად სწავლას აგრძელებს სკოლის 3 კურსდამთავრებული.
სწავლისათვის შესაფერისი გარემო, მაღალკვალიფიციური მასწავლებლები, კეთილგანწყობილი ურთიერთობები მოსწავლეთა და მასწავლებელთა შორის განათლების მაღალი ხარისხისა და ღირსეული მოქალაქის აღზრდის გარკვეული საფუძველია.

სკოლა "კრწანისი მარჯი".

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
17/03/2018
S
Saba Chikviladze
S