საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი

კოლეჯი
5
(1 შეფასება)
თბილისი, რ. ჰოლბრუკის ქ. 12

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

”სწავლა - ცოდნა - პროფესიონალიზმი”

დაწესებულების, როგორც პროფესიული კოლეჯის მისიაა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. მოამზადოს პრაქტიკოს - სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ ცოდნაზე დაფუძნებული თანამედროვე შრომის ბაზრის, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო, მოთხოვნების დაკმაყოფილებას პროფესიული განათლების სფეროში დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

დასახული მისიის შესასრულებლად საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, მათ რეალიზაციას და მუდმივ განახლებას. 

საგანმანათლებლო დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ადმინისტრაციული და პედაგოგიური პერსონალით. პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებსაც გააჩნიათ აკადემიური ხარისხი ( მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერებათა დოქტორი ) მათ შორის არიან მაგისტრები, დოქტორანტები, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები, ინსტრუქტორები, რომლებსაც აქვთ შესაბამის სპეციალობაში მუშაობის დიდი გამოცდილება. 

დაწესებულებას გააჩნია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ბაზები და კაბინეტ - ლაბორატორიები, რომელიც აუცილებელია სწავლის შედეგების მიღწეწვისთვის.

საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფილია საინფორმაციო ტექნოლოგიური და საბიბლიოთეკო რესურსით.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/04/2018
S
Saba Chikviladze
S