სატრანსპორტო კომპანია იულიონ ტრანსი

სატრანსპორტო კომპანიები | ტვირთების გადაზიდვა
5
(1 შეფასება)
თბილისი, მიცკევიჩის ქ. №56

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: 10:00-19:00

გადახდის ტიპი

cash bank-transfer
შიდა გადაზიდვის სერვისი
ტვირთების საჰაერო გადაზიდვა
ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა
ტვირთების საზღვაო გადაზიდვა
ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა
საერთაშორისო გადაზიდვა

COMPANY  IULON-TRANS - თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში!
საერთაშორისო  გადაზიდვების კომპანია  შ.პ.ს. კომპანია იულონ-ტრანსი 2009წელს ჩამოყალიბდა. 

კომპანიის საქმიანობის სფერო  ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებია. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს აწარმოებდა. დროთა განმავლობაში კომპანია იულონ-ტრანსი  გაფართოვდა და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის სერვისები შესთავაზა. 

დღეისათვის შ.პ.ს.“კომპანია იულონ-ტრანსი“ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ლიდერი კომპანიაა ამიერკავკასიაში. კომპანია სატვირთო გადაზიდვებს ევროპის, აზიის, დ.ს.თ.-სა და ამიერკავკასიის ქვეყნებში ორივე მიმართულებით ახორციელებს. 
ასევე, კომპანია  საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს საექსპედიტორო - საიმპორტო და საექსპორტო მომსახურებას მსოფლიოს ნებისმიერი  მიმართულებით სთავაზობს.

სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება "Mersedes-Benz"- მარკის  სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებით. ავტომანქანების ტექნიკური შემოწმება ყოველი სატრანსპორტო გადაზიდვის  წინ ხდება. ამჟამად, კომპანიის საკუთრებაში არის 10 სატვირთო ავტომანქანა, რომელთაც ჩაბმული აქვთ ევროსტანდარტის მაცივარ-რეფრეჟერატორული, იზოთერმული, ტენტიანი და კონტეინერმზიდის ტიპის ნახევარმისაბმელები.

კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, რომელიც მუდმივად ზრუნავს გადაზიდვების დროს ტვირთის უსაფრთხოებაზე და ხარისხზე. კომპანიის ხელმძღვანელობა ყოველთვის მზად არის გაითვალისწინოს მომხმარებელთა მოთხოვნები და ამის შესაბამისად, შექმნას მოქნილი და ხელმისაწვდომი  პირობები.  

2008 წელს  კომპანია იულონ-ტრანსი საქართველოს საგზაო ტრანსპორტის განვითარებაში  შეტანილი ღვაწლისათვის  საქართველოს საერთოშიროსო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის მიერ სპეციალური  დიპლომით დაჯილდოვდა. დაარსებიდან დღემდე ჯორჯიან ექსპრესტრანსი  საქართველოს საერთოშიროსო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის ნამდვილი წევრია, რომლისგანაც კომპანიას  ყოველწლიურად ენიჭება სათანადო ხარისხის სერთიფიკატი.  

ასევე, კომპანია იულონ-ტრანსი “ტირ კარნეტის” მომხმარებლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 
შ.პ.ს. კომპანია იულონ-ტრანსი თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე  მსოფლიოში წამყვან  სხვადსხვა საერთაშორისო  სატრანსპორტო კომპანიებთან.

კომპანია იულონ-ტრანსისთვის უმთავრესი  მაღალხარისხიანი მომსახურება და სანდოობაა. თქვენთვის ხელსაყრელ ფასებში თქვენ შეძლებთ ნებისმიერი სახის ტვირთის ტრანსპორტირებას ორივე მიმარეთულებით საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

მოგვმართეთ, ჩვენი სერვისით კმაყოფილი დარჩებით!

გადაზიდვები
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია შ.პ.ს. „კომპანია იულონ-ტრანსი“ დაარსებიდან მოყოლებული დღემდე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების უცვლელი ლიდერია საქართველოში. დროთა განმავლობაში კომპანიიის პირვანდელ – სატვირთო მომსახურებას თანდათან დაემატა სატვირთო გადაზიდვების სხვასხვა ტიპის სერვისებიც. დღეისათვის „კომპანია იულონ-ტრანსი“ ერთადერთია საქართველოში, რომელიც სატვირთო გადაზიდვების სრულ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.
„კომპანია იულონ-ტრანსი“ გთავაზობთ როგორც შიდა ისე საერთაშორისო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.

კომპანიის სატვირთო გადაზიდვის სერვისებია:
• სახმელეთოგადაზიდვები
• საჰაერო გადაზიდვები.
• საზღვაო-საკონტეინერო გადაზიდვები;
• სარკინიგზო გადაზიდვები;
• შიდა გადაზიდვები;
• საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები;

კომპანია იულონ-ტრანსი თქვენ გემსახურებათ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მტკიცედ იცავს ტვირთისა და ტრანსპორტირების უსაფრთხოებას. კომპანიის პერსონალი მუდმივად მზად არის გაითვალისწინოს მომხმარებელთა სურვილები. 
გახსოვდეთ, კომპანია იულონ-ტრანსი თქვენი საიმედო პარტნიორია! 

საერთაშორისო გადაზიდვები
კომპანია აწარმოებს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებს დსთ-ს, ევროპის და ამიერკავკასიის ქვეყნებიდან ორივე მიმართულებით.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში კომპანია გაგიწევთ საექსპედიტორო – (საიმპორტო და საექსპორტო) მომსახურებას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება “Mersedes-Benz”-ის მარკის სხვდასხვა ტიპის სატვირთო ავტომანქანებით. როგორც წესი, სატვირთო ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება ყოველი გადაზიდვის ხდება.

შიდა გადაზიდვები
შიდა სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე "Mersedes-Benz"-ის მარკის სატვირთო ავტომანქანებით.

საზღვაო - საკონტეინერო გადაზიდვები
შ.პ.ს. კომპანია იულონ-ტრანსი 2009 წლიდან დაიწყო საზღვაო - საკონტეინერო გადაზიდვები. საზღვაო - საკონტეინერო გადაზიდვების სერვისით თქვენ შეძლებთ ნებიემიერი სახის ტვირთის შემოტანას საქართველოში და ასევე, გადაზიდვას საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.

საჰაერო გადაზიდვები
საჰაერო გადაზიდვები კომპანიამ 2010 წლიდან დაიწყო. ამ სერვისის დახმარებით თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ტვირთის საჰაერო გადაზიდვას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.

სარკინიგზო გადაზიდვები
2010 წლიდან კომპანიის გადაზიდვების სერვისს შეემატა კიდევ ერთი სერვისი - სარკინიგზო გადაზიდვები. ამ სერვისით თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვას გარკვეული მიმართულებებით.

ასევე გვაქვს სასაწყობე ფართები იტალიაში: MARTINO PARISI 31057, SILEA/TREVISO 34016, FERNETI GFG SPEDICION.
კომპანია ფლობს საერთაშორისო გადაზიდვებისათვის ყველა სადაზღვევო პაკეტს. 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ტესტი
10/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z