სატრანსპორტო კომპანია MSF
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
კომპანია „მარინე შიპინგ ენდ ფორვარდინგ“-ი დაარსდა 2010 წ. 9 მარტს ქ. ფოთში, საქართველო.
დაარსებიდან კომპანია ახორციელებს სააგენტო და საექსპედიტორო სამუშაოებს ბათუმის, ფოთის და სუფსის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურებში, სატრანსპორტო მულტიმოდალურ მომსახურებას, საკონტეინერო, არაგაბარიტული, ნაყარი და გენერალური ტვირთების ტრანსპორტირებას. ტვირთების დაზღვევას.
კომპანია აღნიშნული ტვირთების ტრანსპორტირებას ახორციელებს როგორც საზღვაო ასევე სარკინიგოზო და სახმელეთო ხაზით. ასევე გთავაზობთ ტვირთთან და გადაზიდვებთან დაკაშირებული ყველა საბაჟო ფორმალობების დროულად და ეფექტურად შესრულებას.
კომპანიაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური გამოცდილი კადრები, რომელთა სტაჟი ამ საქმიანობაში შეადგენს არა ერთ წელს.
კომპანიის მიზანი და პრიორიტეტებია: მაღალხარისხოვნად შეასრულოს დამკვეთის მოთხოვნები ზედმეტი დანახარჯების გარეშე მინიმალურ ვადებში, დაიცვას პარტნიორებისა და გემთმფლობელების ინტერესები.
ჩვენი გამოცდილებისა და პროფესიონალი გუნდის საფუძველზე, თქვენ შეგიძლიათ ჩვენი კომპანია მიიჩნიოთ სანდო და სათანადო პარტნიორად საქართველოში, გაიადვილოთ ბიზნესის მართვა.